Architizer A+Awards – უდიდესი კონკურსია მსოფლიო არქიტექტურის სფეროში. მისი მიზანია მსოფლიოში წლის საუკეთესო, ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და გამოჩენილი არქიტექტურული პროექტების პოპულარიზება.
ყავის ქართული კომპანია „მეამას“ შენობა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი Architizer A+Awards-ის სამ კატეგორიაშია იყო წარდგენილი და მსოფლიოში საუკეთესო ნაგებობად დასახელდა.
ქართული კომპანიის სათავო ოფისის შენობა ამ საერთაშორისო კონკურსზე იყო წარდგენილი და ფინალში გავიდა. შენობა სამ ნომინაციაშია წარდგენილი – საოფისე სივრცე (25 ათას კვადრატულ მეტრზე ნაკლები), ოთხსართულიანი სამუშაო სივრცე და არქიტექტურა და ბეტონი.
თბილისში მდებარე ყავის კომპანიის ოფისის პროექტი ეკუთვნის გიორგი ხმალაძეს კომპანიიდან Khmaladze Architects. პროექტმა მანამდე ახალგაზრდა არქიტექტორების საერთაშორისო კონკურსის ArchDaily&Strelka Award 2019 გრან-პრი მიიღო.