სტარტაპებიდღის სიახლეებისაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

ქართული სტარტაპი „ჰიპი“ მაღაზიების გახსნას რუსთავში, თბილისსა და ბათუმში გეგმავს

0
გაზიარება

ქართული სტარტაპი „ჰიპი“, სადაც ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან, მაღაზიების გახსნას რამდენიმე ქალაქში გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ლალი თვალიაშვილმა განაცხადა,რომ შემოდგომით მაღაზია თბილისში, ხოლო მოგვიანებით რუსთავში და ბათუმში გაიხსნება.

„ჩვენს პროდუქციას თავიდანვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე თვეში ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა 100 000-მდე გაიზარდა. პანდემიამდე ორი მაღაზია გვქონდა, შეზღუდვების გამო დავხურეთ და ონლაინ მუშაობაზე გადავედით. პანდემიის დროს არ გავჩერებულვართ, მაგრამ მოთხოვნა მკვეთრად შემცირებული იყო. ახლა გაყიდვები საგრძნობლადაა მომატებული. პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია და წლიური ბრუნვა 25 000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ექსპორტს, მხოლოდ ემიგრანტები უკვეთავენ. პროდუქციას საბერძნეთში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში ვგზავნით ხოლმე“, – განაცხადა ლალი თვალიაშვილმა. 

 „ჰიპში” ამბობენ, რომ მათი ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მხარე ბარი-ავტობუსის მიმართულებითაც იქნება.

„გვყავს ორი ავტობუსი – მაღაზია, რომლის საშუალებითაც შაბათ -კვირას მუდმივად თბილისის ქუჩებში ვართ წარმოდგენილი. გვყავს მესამე ავტობუსიც, სადაც ბარი გვაქვს მოწყობილი და რადგან ღონისძიებებზე ხელნაკეთი ნივთების კუთხით ვესწრებით, ასევე დავესწრებით ბარი ავტობუსითაც,” – განაცხადა მან.

რაც შეეხება გამოწვევებს, „ჰიპში“ ამბობენ, რომ კარგი იქნება თუ სტარტაპებისთვის დიდ მოლებში შესვლა შეღავათიან ფასებში იქნება შესაძლებელი.

„ბევრი პროგრამაა იმისათვის, რომ დამწყებმა სტარტაპებმა გრანტი მოიპოვონ და დაიწყონ ბიზნესი, ეს პრობლემა აღარაა. თუმცა ვისურვებდი სტარტაპებისთვის შეღავათები იყოს და მიეცეთ საშუალება, რომ მათთვის გარკვეული დღეები იყოს გამოყოფილი, როცა მათ შეღავათიან ფასს გადაახდევინებენ პროდუქციის განთავსებისთვის, რადგან საწყის ეტაპზე ბიზნესის ამუშავება შეძლონ”, – ამბობს თვალიაშვილი.

ცნობისთვის, „ჰიპი“ ადგილობრივ ბაზარზე 2015 წლიდან არსებობს.

მსგავსი სიახლეები

TasteAtlas-მა მსოფლიოში შოკოლადის 11 საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინა- რეიტინგში ბელგიური შოკოლადი ლიდერობს

TasteAtlas წერს, რომ მრავალი სახეობის ბელგიური შოკოლადი განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სეზონზე. ისტორიულად მისი წარმოება შვეიცარული შოკოლადების ზოგიერთი ტექნოლოგიის სესხებით დაიწყო, რომ მაღალი ხარისხის შოკოლადისა და…

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა- ერთ დღეში საქონლის ღირებულება 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 89 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთკვირიან პერიოდში…

მარტში საქართველოში 278.5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა

2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას…

სახელმწიფო საგარეო ვალი 8.722 მილიარდ დოლარს შეადგენს

2024 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.722 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23.510 მლრდ ლარს გადააჭარბა- 249.843 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ფინანსთა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!