დღის სიახლეებისიახლეები

ქართული ტკბილეული 8%-ით გაძვირდა

0
გაზიარება

კომპანია „სანდომის“ მარკეტინგის ხელმძღვანელის, თეკლა თალაკვაძის თქმით “ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „სანდომის“ პროდუქციაზე ფასის ზრდა ნედლეულის გაძირებამ გამოიწვია. ინფლაცია საკონდიტრო ნაწარმზეც აისახა და ადგილობრივ ბაზარზე ტკბილეულის ღირებულება 8%-ით გაძვირდა”

“ინფლაცია საკონდიტრო ნაწარმზე უკვე აისახა. როდესაც ნედლეული ძვირდება, ჩვენც იძულებული ვართ გარკვეულწილად ფასები გავზარდოთ პროდუქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყებისას, პირველ ეტაპზე, საკმაოდ დიდხანს შევინარჩუნეთ ძველი ფასი, ეს არსებული ნედლეულის მარაგების ხარჯზე მოვახერხეთ, თუმცა საბოლოოდ მაინც მოგვიწია დაახლოებით 8%-იანი ზრდა პროდუქტებზე”, – განაცხადა თეკლა თალაკვაძე.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში იმპორტირებული პროდუქცია შემცირდა, თუმცა ადგილობრივ საწარმოებს კონკურენციის გაწევა მაინც უჭირთ.

“ბაზარი იმპორტირებული საქონლით არის გაჯერებული, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად იმპორტი შემცირდა, გვიჭირს კონკურენციის გაწევა. მიზეზი ისაა, რომ ქართულ პროდუქტს მეტი პოპულარიზაცია სჭირდება, ასევე დახლებზე ყოველთვის პრიორიტეტული იმპორტირებული საქონელია, რაც გაყიდვებზეც აისახება. იმპორტირებული საქონელი ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხიანს, ბაზარზე გვხვდება როგორც მაღალი ხარისხის, ასევე უხარისხო პროდუქტიც, რომლის ფასიც საკმაოდ დაბალია, ამიტომ ძალიან გვიჭირს კონკურენციის გაწევა მათთან“, – აღნიშნა თეკლა თალაკვაძემ

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!