საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-მაისში პერიოდში იმპორტირებულია 65 420 დოლარის ღირებულების 77 ტონა ატამი, ხოლო გასულ წელს 59 750 დოლარის 206 ტონა.
მიმდინარე წელს 1 კგ-ის იმპორტი ქვეყანას 0.85 დოლარი უჯდებოდა, გასულ წელს კი 0.29 დოლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ წელს საიმპორტო ფასი 193%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში ატამი ორი ქვეყნიდან თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან შემოდის. თურქეთიდან მიმდინარე წელს 63 370 დოლარის ღირებულების ატამი იმპორტირდა, ხოლო ნიდერლანდებიდან 2 050 დოლარის.
წელს 75%-ითაა შემცირებულია ქართული წარმოების ატმის ექსპორტი. კერძოდ, წელს ადგილობრივ ექსპორტზე გავიდა მხოლოდ 3 450 დოლარის 4.58 ტონა ატამი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 13 720 დოლარის 20 ტონა.
მიმდინარე წელს 1 კგ ქართული წარმოების ატმის ექსპორტი 0.75 დოლარი ჯდებოდა, გასულ წელს კი 0.68 დოლარი. მონაცემები აჩვენებს, რომ ექსპორტის ფასი 10%-ით არის გაზრდილი. საქართველოდან ატმის ადგილობრივი ექსპორტი წელს მხოლოდ სომხეთში განხორციელდა.
ინფორმაციისთვის, საქსტატის მონაცემების მიხედვით, ატამი ერთ-ერთ ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებშია. უფრო კონკრეტულად, მისი ფასი მაისში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 66.1%-ით არის გაძვირებული.