დღის სიახლეებისიახლეები

ქართველი მწარმოებლის ხილ-ბოსტნეულის კონსერვები ექსპორტზე გადის

0
გაზიარება

ინდმეწარმე გოჩა ოთარაშვილის მიერ წელს დაწყებული ხილისა და ბოსტნეულის დაკონსერვებული ქარხნის პროდუქცია ამიერიდან ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში, კერძოდ კი საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და აშშ-ში გავა.

პროდუქციის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია: ტყემლის რამდენიმე სახეობა, პომიდვრის სოუსები, აჯიკა, აჯაფსანდალი, კომშის, ფეიხოას და მარწყვის ჯემები, ხილისა და კენკრის კომპოტები და ა.შ.

EastFruit-ი წერს,რომ გოჩა ოთარაშვილი ქარხნის პროდუქციას სხვადასხვა ტევადობის მინის ბოთლებსა და ქილებში აწარმოებს, ძირითადად 250 – 500 გრ-მდე – დამკვეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე. წლიური წარმოების მოცულობა 0,5 მლნ სტანდარტული ქილაა.წარმოებისთვის ნედლეულის შეძენა ექსკლუზიურად ადგილობრივი ფერმერებისგან, სეზონის მიხედვით  ხდება. ერთი და იგივე ხილის ან ბოსტნეულის დამუშავება შეიძლება განსხვავდებოდეს რეცეპტის მიხედვით.

„მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია ეთნიკური ქართველების მიერ სტრასბურგში დაარსებული კომპანიის ბრენდის Mimino-ს ქვეშ. მათთან 10 წელზე მეტია ვთანამშრომლობ. აშშ-სა და სომხეთში – სხვა ბრენდის ქვეშ. ქართულ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია თითქმის მთლიანად არის „ქართული ნატურალური პროდუქტის“ ბრენდის ქვეშ, იმავე ბრენდით ჩვენ ექსპორტს ვახორციელებთ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია უმეტესად სუპერმარკეტების ქსელშია, თითქმის ყველაში, გარდა „კარფურისა“ და „მაგნიტისა“, სადაც პირობებით არ ვიყავით კმაყოფილი“, – განაცხადა გოჩა ოთარაშვილმა

„ქართული ნატურალური პროდუქტის“ თანადამფუძნებლები ამჟამად საწარმოების გაერთიანებისა და ერთი ბრენდის ქვეშ პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას  განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!