დღის სიახლეებისიახლეები

ქედაში დანდალოს ჩანჩქერთან მისასვლელი 400 მეტრ სიგრძის გარემოსთან ადაპტირებული ხის კიბეები და მოაჯირები მოეწყო

0
გაზიარება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიან აჭარაში, ქედაში დანდალოს ჩანჩქერთან მისასვლელი 400 მეტრ სიგრძის ბილიკი გაჭრა, გარემოსთან ადაპტირებული ხის კიბეებითა და მოაჯირებით მოაწყო.დანდალოს ჩანჩქერი სილამაზითა და წყლის კარგი ვარდნით გამორჩეული ჩანჩქერია, მასთან მისვლა ტურისტების საკმაოდ რთული და საფრთხის შემცველი იყო. მოწესრიგებული ბილიკი კი მოგზაურებს ჩანჩქერთან გადაადგილებას გაუმარტივებთ.

2022 წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებთან 100-მდე ნიშნული დაამონატაჟა. მათ შორისაა ღორჯომის საფეხმავლო ბილიკი, კვარიათის ველობილიკი, ქედა-შუახევის დამაკავშირებელი ველობილიკი და 20-ზე მეტი საოჯახო-სასტუმრო სახლი აჭარის მუნიციპალიტეტებში. გარდა ამისა, სააგენტო ხიხანის ციხეზე ასასვლელ ტურისტულ ბილიკსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტულ ინფრასტრუქტურას აშენებს.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!