მატარებლის ბილეთები კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან – 7 დღე უფასო იქნება.
საქართველოს რკინიგზის საჩუქარი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს. თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება საქართველოს რკინიგზისგან მატარებლების ბილეთებს უფასოდ მიიღებს.
30 აპრილიდან 7 დღის განმავლობაში, ყველა მგზავრი რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით – უფასოდ იმგზავრებს.
მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან კი ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ სადგურში სახელწოდებით ,,ქუთაისის აეროპორტი“ ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდება.