დღის სიახლეებისიახლეები

ქვეყანაში შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება

0
გაზიარება

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო „შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და ასევე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი მის თანმდევ კანონპროექტებს.

პროექტის თანახმად, მიგრაციის კანონის გაძლიერებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით შემოდის საშუამავლო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირება, რომელიც იქნება სრულიად უფასო; სერტიფიცირების შემდეგ ინფორმაცია იქნება საჯარო, რათა მოქალაქეებისათვის ცნობილი იყოს ინფორმაცია იმ კომპანიებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ სტანდარტებს; მოხდება კომპანიების კანონიერი საქმიანობის წახალისება და განვითარების მხარდაჭერა; ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელების დასაქმების პროცესის საკანონმდებლო დონეზე რეგულირება და საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესება და ა. შ.

კანონპროექტის მიღებით მოხდება შრომითი მიგრაციის რეგულირებისათვის არსებული სამართლებრივი ნორმების დახვეწა და განვითარება როგორც შრომითი ემიგრაციის, ისე იმიგრაციის ეფექტიანად მართვის თვალსაზრისით.

პარლამენტის მიერ ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მთავრობა უფლებამოსილი იქნება, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით: შეზღუდოს უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა იმ პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით, რომელიც მაღალკვალიფიციურ შრომას არ მოითხოვს ან რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება აჭარბებს (ან გადააჭარბებს) მასზე მიმდინარე (ან პერსპექტიულ) მოთხოვნას. გარდა ამისა, მთავრობას უფლება ექნება, წაახალისოს უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა ისეთი პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით, რომელიც მაღალკვალიფიციურ შრომას მოითხოვს ან რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება ვერ აკმაყოფილებს (ან ვერ დააკმაყოფილებს) მასზე მიმდინარე (ან პერსპექტიულ) მოთხოვნას.

მკაცრდება არსებული ფინანსური სანქციები შრომითი მიგრაციის წესების დარღვევისათვის. ამ მიმართულებით ახალი სახის ჯარიმებიც შემოდის. უფრო კონკრეტულად, საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა ან სერტიფიკატის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 500 ლარისა). თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 500 ლარის ოდენობით. ამასთან, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება მესამედ, გამოიწვევს დაჯარიმებას – 4 000 ლარით, ხოლო მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ჯარიმის სამმაგი ოდენობით (იგულისხმება 4 ათასი ლარის სამმაგი ოდენობა).

საშუამავლო კომპანიის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთვის ანგარიშის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების მესამედ ჩადენა, გამოიწვევს ჯარიმის სამმაგი ოდენობით (იგულისხმება 1 500 ლარის სამმაგი ოდენობა).

კანონპროექტის მიხედვით ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის განუხორციელებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე იქნება.

ჯარიმა წესდება შრომის ინსპექციის საქმიანობისათვის ხელის შეშლისთვის. კერძოდ, სხვადასხვა შემოსავლის მქონე ფიზიკური პირისთვის სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა დაწესდება, რომელიც 1 000 ლარიდან 7 ათასს ლარამდე იქნება

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!