დღის სიახლეებისიახლეები

ქვეყნები, სადაც 2024 წლიდან ტურიზმის გადასახადი დაწესდა

0
გაზიარება

2024 წელს იმ ტურისტული ადგილების რაოდენობა, საიდანაც მოგზაურებს გადასახადების გადახდა დაეკისრებათ, გაიზრდება.

ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერა ტურისტების მოსაკრებლის ხარჯზე, უკვე წლებია ბევრ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა. განსაკუთრებით ეს პრაქტიკა გავრცელებულია ევროპაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად მონახულებადი მაკრორეგიონია.

ქალაქები და კურორტები, სადაც ტურისტებისთვის ახალი საფასური პირველად ამოქმედდება:

პორტიმაო და ფიგეირა და ფოზი, პორტუგალია – 2024 წლის მარტიდან პორტიმაო, ქალაქი და საზღვაო პორტი პორტუგალიის სამხრეთით, შემოიღებს მუნიციპალურ ტურისტულ გადასახადს.

1 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით გადასახადი დღეში 2 ევრო იქნება, დანარჩენ თვეებში – 1 ევრო დღეში. ორივე შემთხვევაში, გადასახადი მაქსიმუმ შვიდი ღამის განმავლობაში დაირიცხება.

ვენეცია, იტალია – იტალიური ქალაქი ევროპაში პირველი იქნება, რომელიც ისტორიულ ცენტრში შესვლის საფასურს შემოიღებს. გაზაფხულიდან, ზედიზედ 30 დღე 14 წელზე უფროსი ასაკის ყველა ტურისტი 5 ევროს გადაიხდის.

ისლანდია – ჯერჯერობით გადასახადის ოდენობა დადგენილი არ არის, მაგრამ ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირმა განაცხადა, რომ გადასახადი მაღალი არ იქნება.

ბალი, ინდონეზია – 2024 წლის 14 თებერვლიდან ტურისტები გადაიხდიან შემოსვლის გადასახადს 150 000 რუპიას (დაახლოებით 10 აშშ დოლარი). ვიზიტორებს შეუძლიათ გადაიხადონ რუპიებში ან საკრედიტო ბარათით ბალის აეროპორტში.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო

მსოფლიოს გარშემო ბევრი უცნაური სასტუმრო არსებობს. მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო: The Boot Bed’n’Breakfast, ახალი ზელანდია სასტუმრო-ჩექმა - ორ-სართულიანი კოტეჯი, რომელსაც ჩექმის ფორმა აქვს. ის ტასმანის რეგიონის…

მშრალი და ხარისხიანი თხილის ღირებულება 5 ლარიდან იწყება – ლევან ქარდავა

„ახლა თხილის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აგვისტოს დასაწყისში წვიმიანმა ამინდებმა შეგვიშალა ხელი, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი შეფერხებებით გრძელდება. საწარმოები იბარებენ თხილს, ხდება ხარისხის კონტროლი და ფასებიც ამ…

იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 061 606 ლარი შეადგინა, რაც 368.3 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის…

საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 47.2 ათასით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!