დღის სიახლეებისიახლეები

ქვეყნები,სადაც ცხოვრება ყველაზე ძვირია

0
გაზიარება

2022-2023 წლების მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ საცხოვრებელ ქვეყანად ბერმუდის კუნძულები  დასახელდა. ინფორმაცია Numbeo-ს ცხოვრების ღირებულების ინდექსის (Cost of Living Index) უახლეს მონაცემებში არის აღნიშნული, რომელსაც lovemoney ავრცელებს.

რეიტინგი ეფუძნება სამომხმარებლო საქონლის ფასებს, მათ შორის სასურსათო პროდუქტებს, რესტორნებს, ტრანსპორტირებასა და კომუნალურ მომსახურებას. ინდექსში არ შედის საცხოვრებელი ხარჯები, როგორიც არის ქირისა და იპოთეკის გადასახადი.

ბერმუდის ეკონომიკისა და შრომის მინისტრმა, ჯეისონ ჰეივორდმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ ბერმუდზე ძვირ ცხოვრებას, ძირითადად, საცხოვრებლების ფასები იწვევს, ამიტომ მინისტრმა უძრავი ქონების მეპატრონეებს მოუწოდა, სახლები გონივრული და ხელმისაწვდომი ფასებით გააქირაონ.

ბერმუდზე ცხოვრების ღირებულებას მხოლოდ ქირის ფასები არ ზრდის. ბევრი კუნძულოვანი ქვეყნის მსგავსად, ბერმუდი, თითქმის, არ აწარმოებს საკუთარ სასურსათო პროდუქციას ან სამომხმარებლო საქონელს და მთლიანად დამოკიდებულია აშშ-დან იმპორტზე. ამ მხრივ ბერმუდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანა გახდა.

Cost of Living Index-ის ქულები ქალაქ ნიუ-იორკის ცხოვრების ღირებულებასთან შედარებულ პროცენტს წარმოადგენს. ნიუ-იორკს რეიტინგში 100 ქულა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ 100-ზე დაბალი ქულის ქვეყნები, ნიუ-იორკთან შედარებით, საცხოვრებლად უფრო იაფია, ხოლო ქვეყნები, რომლებსაც 100-ზე მეტი ქულა აქვთ, უფრო ძვირი.

Cost of Living Index-ის მიხედვით, საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნებია:

  1. ბერმუდის კუნძლები (141,8 ქულა)
  2. შვეიცარია (114,2)
  3. ბრიტანეთის კაიმანის კუნძულები (103,4)
  4. ბაჰამის კუნძლები (90,9)
  5. ბარბადოსი (88.8)
  6. ნორვეგია (88.6)
  7. სინგაპური (85.9)
  8. ისლანდია (83.3)
  9. ბრიტანული ჯერზი (80)
  10. დანია (78.6)

Numbeo-ს ყველაზე ძვირად ღირებული 30 ქვეყნის რეიტინგში ბოლო პოზიციაზე გერმანიაა. იმის მიუხედავად, რომ გერმანიაში ცხოვრების ღირებულება, აშშ-სთან შედარებით, ზოგადად, გაცილებით იაფია, ქვეყანაში კომუნალური მომსახურება, კერძოდ, ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გადასახადები 50%-ზე მეტად ძვირია. ეს განაპირობა 2021 წელს გერმანიის მთავობის მიერ წიაღისეულ საწვავზე ნახშირორჟანგის ემისიების გადასახადის დაწესებამ, რომ ქვეყანას კლიმატური მიზნებისთვის სწრაფად მიეღწია. ამასთან, ბოლო წლებში წყლის ფასმა ნიტრატების შემცველობის ზრდის გამო მოიმატმა. კერძოდ, მიწისქვეშა წყლებიდან ნიტრატების მოცილებამ გაწმენდის პროცესის ხარჯი გაზარდა, რაც საბოლოო მომხმარებელს დააწვა.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!