Expat City Ranking 2022-ის ანგარიში იმ 52 ქალაქს აერთიანებს, სადაც ემიგრანტები გასულ წელს ყველაზე უკმაყოფილოები იყვნენ ცხოვრებისა და მუშაობის პირობებით. InterNations-მა ემიგრანტების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად 181 ქვეყანაში მცხოვრები 11,970 უცხოელი გამოჰკითხა და სთხოვა ქვეყნები ოთხი კატეგორიის: საცხოვრებლის, ენის, ციფრული ცხოვრებისა და ადმინისტრაციული საკითხების მიხედვით შეეფასებინა.
ემიგრანტებს ყველაზე მეტად უჭირდათ დასახლება : გერმანია, იაპონია და ჩინეთი.
სამივე ქვეყანაში ემიგრანტები ადგილობრივი ენის სირთულესა და დიგიტალიზაციის ნაკლებობაზე წუხან.
გერმანიაში მაცხოვრებლები ძირითადად უკმაყოფილებას იქაური საბინაო პოლიტიკით გამოთქვამენ და ამბობენ რომ გერმანიაში არათუ საცხოვრებლის ყიდვა, არამედ, ხშირ შემთხვევაში დროებითი საცხოვრებლის პოვნაც კი რთულია.
იაპონიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის მთავარ პრობლემას ენის ბარიერი წარმოადგენს. მიგრანტების 70%-ზე მეტი ამბობს, რომ ადგილობრივ ენაზე საუბრის გარეშე იქ ცხოვრება მარტივი არ არის და იქვე აღნიშნავენ, რომ იაპონური ენა საკმაოდ რთულია და მისი სწავლა ძალიან უჭირთ. მართალია, იქ სახელმწიფო სერვისების მიღება რთულია არ არის, თუმცა პრობლემას მათი ონლაინ ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, რითაც 40%-ზე მეტი უკმაყოფილოა.
ჩინეთის შემთხვევაში კი, ძირითად პრობლემად ემიგრანტები ციფრული ცხოვრების ხარისხს ასახელებენ და მათი დაახლოებით 70%-ზე მეტი ონლაინ სერვისებზე შეზღუდულ წვდომაზე გამოთქვამს უკმაყოფილებას. გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს ადმინისტრაციული ბარიერები, ვიზის მიღებისა და საბანკო ანგარიშის გახსნის სირთულე. თითოეული ემიგრანტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ადგილობრივი ენის ცოდნის გარეშე იქ ცხოვრება ძალიან რთულია და პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ იაპონურის მსგავსად ჩინურის სწავლაც მარტივი სულაც არ არის. ერთადერთი ფაქტორი, რასაც ემიგრანტები დადებითად აფასებენ ის არის, რომ ჩინეთში საცხოვრებლის პოვნა ძალიან მარტივია.