ეკონომიკადღის სიახლეებიზოგადი განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

რა ამცირებს და ზრდის ინფლაციას?

0
გაზიარება

“Galt&Taggart”-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ საქართველოს ეკონომიკა მიმოიხილა და ყურადღება ლარის კურსის გაუფასურებასა და ინფლაციაზე მოქმედ ფაქტორებს დაუთმო. 

საუბარი იყო სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებაზეც, რაც თავის მხრივ ლარის კურსზე და შემდეგ უკვე ინფლაციაზე მოქმედებს. 

„სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი (11%) დატოვა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა დააანონსა უცხოური დაფინანსების მხარეს შესაძლო გამკაცრება. აქ საუბარია დარეზერვების ნორმების ზრდაზე. სავალუტო ნაკადებს რასაც ვუყურებთ აღდგენის კარგი დინამიკა აქვთ თუმცა რისკები კვლავ არსებობს და ამ რისკების რეალიზების შემთხვევაში, დაფინანსების მხარეს უცხოურ ვალუტაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება, ვფიქრობთ, ლარისთვის გაუფასურების დამატებითი ფაქტორი იქნება, რაც ფასებზე ზეწოლას მოახდენს. ამ პირობებში ვფიქრობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება ლარს უფრო დაეხმარებოდა და ინფლაციის შემცირებაზე ეფექტი უფრო ექნებოდა.

ამ ეტაპზე ჩვენ საშუალო ინფლაციის პროგნოზი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავზარდეთ და ვპროგნოზირებთ, რომ საშუალოდ 10.5% იქნება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, მნიშვნელოვანი წილი ინფლაციაში სურსათის ფასებს აქვს, რაც მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუმცა ადგილობრივ მოთხოვნასაც აქვს ამაში წვლილი. ამის ერთ-ერთი დასტური აპრილის იმპორტის მაღალი მაჩვენებელია.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეხმარება ლარის კურსს და ამ პირობებში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე დოლარში გამოსახული ფასები მნიშვნელოვნად იზრდება, ეს მოლოდინებზე მოქმედებს.
მეორე, რაც დაანონსებულია  – უცხოურ ვალუტაში დარეზერვების ნორმების ზრდა, ვფიქრობთ რომ შეიძლება ეს არ გაკეთდეს, რადგან ლარს დამატებით დააზიანებს და ფასებზე ზეწოლა იქნება.

ჩვენთან, საექსპორტო შემოსავლები დოლარში მზარდია, რაც პოზიტიურია. რაც შეეხება იმპორტს, მათ შორის ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა ვართ და ამას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.

თუმცა აპრილში მაგალითად, სავალუტო ნაკადების დინამიკას რომ შეხედოთ, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, ჯამურად ექსპორტი 415 მილიონი იყო. ფულადი გზავნილები, რომელიც რეკორდულად  დაახლოებით 60%-ის ფარგლებში გაიზარდა და აგრეთვე ტურიზმის შემოსავლები, ეს დაახლოებით 912 მლნ დოლარია. იმპორტი დაახლოებით 945 მლნ დოლარი იყო. მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს ბალანსში ის მუხლები, რომ გამოვაკლოთ საიდანაც გასავლები გვაქვს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, რაც ლარის გამყარებაზე აისახება. 

თუმცა იმ რისკების გათვალისწინებით, რაც ომიდან გამომდინარე არსებობს, თუ სავალუტო ნაკადების აღდგენის ტემპი შეტრიალდა ან შემცირდა (ამის ალბათობა დაბალია მაგრამ მაინც არსებობს) მაშინ დამატებით სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრებამ შესაძლებელია ლარი დაასუსტოს, რაც შემდგომ ინფლაციურ მაჩვენებლებში აისახება”, – განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!