დღის სიახლეებიესთეტიკამედიცინაპარტნირებირეპორტაჟებისაინტერესო სიახლეები

რა არის ქსეომინი და რით განსხვავდება ბოტულინოთერაპიის სხვა პრეპარატებისგან

0
გაზიარება

ქსეომინი – კომპლექსური ცილებისგან გაწმენდილი ბოტულინის ტოქსინი ტიპი A, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პრეპარატია.ქსეომინის ინექცია ანესთეზიას არ საჭიროებს და პროცედურის შემდეგ კანზე არავითარ კვალს არ ტოვებს. მისი გამოყენება შესაძლებელია შუბლის, თვალისა და წარბებს შორის ზონაზე 18 წლიდან,თუმცა მიზანშეწონილია 30 წლის შემდეგ.

ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის ექიმი რეზიდენტი დერმატო-ვენეროლოგი ,  ინექციონისტი, ინექციური კოსმეტოლოგიის ტრენერი, მარიამი მერკვილაძე Geobusinessnews-ge-სთან ქსეომინის შესახებ, მის მნიშვნელობასა და უპირატესობებზე საუბრობს

„პრეპარატი ინექციის გზით შეგვყავს მიმიკურ კუნთებში ინექციის შედეგად  იბლოკება ნერვული იმპულსის გადაცემა, რომელიც პასუხისმგებელია მიმიკური კუნთის მოძრაობაზე.  სახელწოდება “ბოტოქსი” სამ პრეპარატს გულისხმობს: A ტიპის ბოტულოტოქსინს, ქსეომინსა და დისპორტს. ერთმანეთისგან ისინი მხოლოდ ცილოვანი დანამატებით განსხვავდება და სამივე პრეპარატი ეფექტურია. არჩევანი ექიმსა და ცალკეულ შემთხვევაზეა დამოკიდებული. სამივე პრეპარატი არის სრულიად უსაფრთხო და სწორად გაკეთების შემთხვევაში , არანაირ გართულებას არ წარმოადგენს. ქსეომინი, დისპორტისა და ბოტოქსისგან განსხვავებით არის კომპლექსური ცილებისგან გაწმენდილი ბოტულინის ტოქსინი ტიპი A. ის ერთადერთი ბოტულინის ტოქსინია მსოფლიოში , რომელმაც ტრანსფორმაცია განიცადა  და სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით არა კომპლექსური, არამედ მონოკომპონენტური ცილაა. ქსეომინს არ აქვს დიფუზური მოქმედება, არ ცვლის სახის მიმიკას, მაქსიმალურად არის შენარჩუნებული ინდივიდუალიზმი და ბუნებრივობა“- მარიამი მერკვილაძე

ქსეომინი მოქმედებას პროცედურიდან 48 საათში იწყებს, სრული შედეგი კი დგება  14 დღეში, საშუალოდ ეფექტი კი 3 თვიდან 6 თვემდე ნარჩუნდება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!