დღის სიახლეებიმთავარი ამბებისაინტერესო სიახლეები

რა დაუჯდება 26 მაისის აღნიშვნა თბილისის ბიუჯეტს?!

0
გაზიარება

 დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისის მერიამ დაფინანსებისთვის  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადით მერია 740,000 ლარის გამარტივებული შესყიდვის ჩატარებას ითხოვს, რაც კონცერტსა და ფეიერვერკზე უნდა დაიხარჯოს.
“საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 2022 წლის 26 მაისს, ქალაქ თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის ღონისძიებების და აქტივობების გამართვა არის დაგეგმილი. განთავსდება თემატური ინსტალაციები, ფოტოგადაღების კუთხეები, საგამოფენო პავილიონები, 26 მაისის კონცეფციის შესაბამისი საინფორმაციო სტენდები და კულტურულსაგანმანათლებლო სივრცეები. ჩატარდება საბავშვო კონცერტები და მრავალფეროვანი საბავშვო-გასართობი აქტივობები. მოეწყობა სამეწარმეო ბაზრობა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების დიდი მოცულობის, მრავალფეროვნების, მათი შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარების აუცილებლობის, ღონისძიებების განხორციელების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისა და იმის გათვალისწინებით, რომ პროცესი უკავშირდება ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობასაც, სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული პროცედურების მეშვეობით განხორციელება ვერ ესადაგება ზემოაღნიშნული ღონისძიებების ორგანიზების საჭიროებებს და ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი, მრავალფეროვანი პროგრამის შემუშავებას. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, აუცილებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პროექტის მიღებით გამოწვეული ხარჯების 740 000 (შვიდას ორმოცი ათასი) ლარის გამოყოფა მოხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან,” – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!