საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკაზოგადი განათლებასიახლეებიფინანსები

რა ფაქტორები ამყარებენ ეროვნულ ვალუტას?

0
გაზიარება

ეროვნული ვალუტა ბოლო ორი თვის განმავლობაში დოლართან მიმართებით 11%-ით გამყარდა, ევროსთან კი ამავე პერიოდში გამყარება 14% იყო.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა აცხადებს, რომ მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, მისი ან ნიშნულზე შენარჩუნება ნაკლებად სავარაუდოა. მისი პროგნოზით, კურსი მოკლევადიან პერიოდში სავარუდოდ 3.00-იან ნიშნულზე, გრძელვადიან პერსპექტივაში კი საშუალოდ 3.30-იან ნიშნულის ფარგლებში იმერყევებს.

„სამ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ, ერთი საშუალო ვადიან კონტექსტში რომ შევხედოთ ალბათ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა უნდა გამოიყოს, რომელიც ლარზე გამყარების მიმართულებით ახდენს გავლენას. მეორე უფრო მოკლევადიანი შოკი რაც არის ქვეყანაში უცხოური ნაკადების მაგალითად ჩარიცხვების, ტურიზმის ნაწილში და მესამე ფაქტორი ერთი წლის ჭრილში გაუმჯობესებული ეკონომიკური პროგნოზები. ანუ გაუმჯობესებულია მოლოდინები მომავალი რამდენიმე კვარტლის განმავლობაში, რაც დადებით გავლენას უნდა ახდენდეს ლარის კურსზე.

იმის გამო რომ ეს ფაქტორები არ არის გრძელვადიანი, მათ შორის არც მონეტარული პოლიტიკის სიმკაცრე, არც შემოდინებები, მოლოდინი იმის რომ გამყარებული ლარი მნიშვნელოვნად დიდი ხანი შენარჩუნდება წესით არ უნდა გვქონდეს. თუ არა სხვა ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში რეფორმების კუთხით იმ ნიშნულზე რა ნიშნულზეც დღეს არის, მისი შენარჩუნება რთული იქნება.

პროგნოზის გაკეთება რა იქნება რთულია, მოკლევადიან პერიოდში სადღაც 3.00-მდე ნიშნულზე შეიძლება ვილაპარაკოთ, თუმცა 1-2 წლიან პერსპექტივაში თუ გავითვალისწინებთ რა დონეზეც იყო, წესით 3.3-ის პროგნოზი იყო რომელიც კეთდებოდა ამ შოკებამდეც. შესაბამისად ამ მოკლევადიან მერყეობებს როდესაც გადავლახავთ, ალბათ ამის მოლოდინი უნდა გვქონდეს.

საინტერესოა რა შედეგებს დავდებთ მოლოდინებთან მიმართებითაც, ჩვენ ახლა მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესდა ტურისტული ნაკადების აღდგენის მოლოდინიც, მნიშვნელოვანია შედეგი რაც დაიდება ამ მოლოდინთან მიმართებაში, თორემ ცხადია რომ გაიზრდება ტურისტები, მაგრამ თუ იმდენი არ შემოვიდა რაც გვგონია, მაშინ შეიძლება გაუფასურდეს კიდეც, ამიტომ არ ველოდები მე რომ მნიშვნელოვნად გამყარდება რადგან ტურისტული სეზონია.“ – განაცხადა პაპავამ.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!