დღის სიახლეებიზოგადი განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

რა განასხვავებთ კარგ ბოსებს ცუდი ბოსებისგან?

0
გაზიარება

რა აქცევს ბოსს კარგ ან ცუდ მმართველად? როგორ აისახება ბოსის ქმედებები და დამოკიდებულება თანამშრომელთა შრომისუნარიანობასა და მოტივაციაზე? როგორ შეიძლება კარგი ბოსი იქცეს ცუდად და პირიქით? – ამ კითხვებზე პასუხს რობერტ ი. სატონის წიგნში იპოვით.

„კარგი ბოსი ცუდი ბოსი“ ამერიკელი პროფესორისა და მტკიცებითი მენეჯმენტის მკვლევრის რობერტ ი. სატონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია, რომელიც New York Times-ის ბესტსელერი გახდა.

ადამიანები სამსახურს უფრო ხშირად არა საქმიანობის, არამედ ცუდი ბოსის გამო ტოვებენ. ცუდ ბოსს შეუძლია, კარგი ნამუშევარი უბადრუკობად, ხოლო სამსახური ჯოჯოხეთად აქციოს. გარდა ამისა, ცუდმა ხელმძღვანელმა კომპანიას შესაძლოა ტონობით ფული დააკარგვინოს… თუ ბოსი ხარ და გაინტერესებს, როგორ აკეთო შენი საქმე ისე, რომ მსგავსი რამ არ დაგემართოს, რობერტ სატონის „კარგი ბოსი, ცუდი ბოსი“ საუკეთესო სამსახურს გაგიწევს. სწავლა არასდროს არის გვიან, განსაკუთრებით ამ სწრაფად განვითარებად სამყაროში, სადაც ტრენდები ისე ხშირად იცვლება, აყოლას ვერ ვასწრებთ,

პროფესორი რობერტ სატონი ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ ფსიქოლოგიურ თუ მენეჯერულ კვლევებსა და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით გვიყვება, როგორ შეიძლება გახდე კომპანიისთვის ეფექტური ხელმძღვანელი და, ამასთანავე, ხელქვეითების სიყვარულიც მოიპოვო. ავტორის მიერ გადმოცემული ცოცხალი, ხშირად იუმორით გაზავებული ამბები მოწმობს, რომ ადამიანები ეძებენ არა უბრალოდ სამუშაო ადგილს, სადაც შეიძლება „თბილად მოკალათდე“, არამედ სიხარულის მომტან შემოქმედებით საქმიანობას, რომლის უპირველესი განმსაზღვრელი ადამიანური ღირსებებით შემკული საუკეთესო ბოსი, ნამდვილი ლიდერია.

კომპანიას კი, სადაც ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს და ყოველდღიურად შესასრულებელ საქმეს არა როგორც უსიამოვნო ვალდებულებას, არამედ როგორ საინტერესო პროცესად აღიქვამს, წარმატების მეტი შანსი აქვს. მიუხედავად ამისა, საყვარელი საქმის კეთების პროცესი ცუდმა ბოსმა შეიძლება ყველაზე მტანჯველ პროცესად აქციოს.

სატონი თავის წიგნში აღწერს ცუდი და კარგი ბოსის ქმედებებს და მათ გავლენებს კომპანიაზე. როგორც წესი, ცუდი ბოსები იგნორირებას უკეთებენ დასაქმებულების პრობლემებს, მანამ, სანამ ეს პროცესი კულმინაციას არ მიაღწევს და სერიოზულ ზიანს არ მოიტანს. ისინი გამოირჩევიან უხეში მოპყრობით, ყვირილით და თანამშრომლებთან არაკოლეგიალური და არალოიალური დამოკიდებულებით. თანამშრომლებს არ უქმნიან განვითარების ახალ შესაძლებლობას, არ რეაგირებენ შეცდომებზე, არ ცდილობენ მათ საკუთარ თავზე აღებას და გამოსწორებას. ბოსის ასეთი დამოკიდებულება იწვევს თანამშრომლებს შორის ურთიერთობის დაძაბვასა და გაფუჭებას, რაც საბოლოო ჯამში კომპანიას აზარალებს.

მეორე მხრივ, კარგ ბოსი თანამშრომლებს შთააგონებს, აძლევს მოტივაციას, გახდნენ უკეთესები, იმუშაონ მეტი თვითგანვითარებისა და ახალი გამოწვევების საპასუხოდ და არასოდეს გაჩერდნენ. ისინი დასაქმებულთათვის არიან როლური მოდელები, რომელთა პოზიტიურ განწყობასა და მოტივაციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. კარგი ლიდერები ქმნიან საუკეთესო შესაძლებლობებს თანამშრომლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის სასიკეთო შედეგები მოაქვთ.

სატონი გვთავაზობს რეცეპტს, როგორ გავხდეთ საუკეთესო ლიდერები და ვისწავლოთ ყველაზე უარესისგან. კარგი ლიდერობიდან ცუდ ლიდერობამდე ერთი ნაბიჯია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ბალანსის დაცვა, აუცილებელია გვესმოდეს, რატომ ვაკეთებთ რასაც ვაკეთებთ, გვქონდეს ღირებულებები და სწორი მიზანი, რომლისკენაც თანამშრომლებსა და კომპანიას წავიყვანთ. სწორ ღირებულებებსა და მიზანზე ფოკუსირებულ ლიდერს ხალხი თავად მიჰყვება, ხოლო ცუდ ბოსს ძალით მიჰყავს, რომლის გუნდიც საბოლოოდ დაშლისთვის არის განწირული.

277694199-998512687707091-2544714136034562726-n-1648729109.jpg

წიგნში მოცემულია საინტერესო მსჯელობა და ანალიზი მენეჯმენტის თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რაც ბევრ ჩვენგანს ახალი აღმოჩენების გაკეთებაში დაეხმარება. „კარგი ბოსი ცუდი ბოსი“ ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L”-ის პროექტის „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში ითარგმნა და უკვე წიგნების მაღაზიებშია წარმოდგენილი. მისი შეძენა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზეც შესაძლებელია.

მსგავსი სიახლეები

გასულ წელს საქართველოში 22 ათასი ქორწინება და 13 ათასი განქორწინება დარეგისტრირდა

2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა -ინფორმაცია ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით საქართველოში ქორწინებების რაოდენობა 14.5%-ით…

საქართველოში One republic, Scorpions და Jungle ჩამოდიან

Starring Georgia-ს ფარგლებში, მიმდინარე წელს ქვეყანაში One republic, Scorpions, Jungle ჩამოვლენ - ინფორმაციას Black Sea Arena სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება.29 მარტიდან, 10:00…

28 მარტის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7084 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0029 ლარით გაუფასურდა ევრო - 2.9337 ლარი აშშ დოლარი -…

გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ

pmcg-ს კვლევის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს გაიზარდა. pmcg-ს კვლევის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023…

2024 წლის თებერვალში უნაღდო ტრანზაქციები და დანახარჯები გაიზარდა

2024 წლის თებერვალში, როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ასევე უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა, წლიურად გაზრდილია. ინფორმაცია ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები წლიურ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!