საინტერესო სიახლეებიმოგზაურობასიახლეებიფინანსები

რა გახდის მუზეუმებს ტურისტებისთვის მიმზიდველს?

0
გაზიარება

“საქართველოში მოქმედ მუზეუმებს დღეს სიცოცხლე აკლიათ” – ასე პასუხობს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე bm.ge-ს კითხვას – რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მუზეუმები ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისთვის მეტად მიმზიდველი გახდნენ.

ქეთი კვიჭიძე ამბობს, რომ ზოგიერთი სახლ-მუზეუმის შესახებ უმრავლესობამ არც კი იცის და ასეთ ლოკაციებს პოპულარიზაცია და კარგი მარკეტინგული შეფუთვა სჭირდებათ.

„ბევრმა არ იცის, რომ მაგალითად, ნიკო ნიკოლაძის მუზეუმი არსებობს საქართველოში, რომელიც უნიკალური სივრცეა… ბევრი ობიექტი გვაქვს, რომელსაც სჭირდება განვითარება და გაცნობა. ჩვენ გვაქვს კარგი პრეცედენტი – წინანდლის მუზეუმი, რომელიც სახელმწიფომიჯარით  გადასცა კერძო კომპანიას და იქ ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზე განვითარდა, რამაც დაგვანახა თუ როგორ შეიძლება ტურისტული სივრცე სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობით განვითარდეს და გახდეს მიმზიდველი. ტურიზმი არის განწყობა და რაც უფრო მეტი განწყობისა და ემოციის დაგროვების საშუალება გაჩნდება, მით მეტი ტურისტი ჩამოვა,” – აღნიშნა კვიჭიძემ.

გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის დამფუძნებელის თქმით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს კერძო სექტორს, რომ საინტერესო და ისტორიულ ობიექტებში ერთიანი ინფრასტრუქტურა შეიქმნას, გაიხსნას კვების ობიექტი, მოსასვენებელი სივრცეები და განთავსდეს სასტუმრო, რათა მუზეუმებმა სიცოცხლე შეიძინონ და მეტ ტურისტს უმასპინძლონ, როგორც – შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრიდან.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!