გასული წელი მწვანილის მოყვანა ქართველი მწარმოებლებისთვის არც ისე მომგებიანი იყო: თუ შარშან 1 კილოგრამის საბითუმო ფასი 4 ლარი იყო, წელს ის 7 ლარამდეა გაზრდილი.
ბოლო წლებში, რუსული და უკრაინული ბაზრები, სადაც ქართული მწვანილი ძირითადად გადიოდა, ირანულმა პროდუქციამ ჩაანაცვლა. ახლა კი, როდესაც ირანში სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, გაიზარდა მოთხოვნა ქართულ მწვანილზე.
ქართველი ფერმერების თქმით, ბევრმა მწარმოებელმა გადაწყვიტა 2022 წლის სეზონთან შედარებით მწვანილის წარმოება შეამციროს. ისინი თვლიან, რომ იმერეთის რეგიონში კამის წარმოება შესაძლოა, მინიმუმ 30%-ით შემცირდეს.
გარდა ამისა, ფასებზე გავლენას ახდენს დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, რაც მოსავლის აღების შეფერხებას იწვევს. ფერმერები მწვანილის კიდევ უფრო გაძვირებას უახლოეს კვირებში ვარაუდობენ.
წყარო : bpn.ge