საქართველოში საზამთროს იმპორტი ყოველწლიურად იზრდება. როგორც EastFruit-ის ანალიტიკოსები წერენ, სწორედ გაზრდილი იმპორტი გახდა მიზეზი იმისა, რომ 2021 წელს ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის დაბალ ფასებში გაყიდვა მოუწიათ.
უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში საქართველოში საზამთროს იმპორტი წლიურად საშუალოდ 1200 ტონით მატულობს.
მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში იმპორტირებული საზამთრო 540 ტონას შეადგენს, რაც 10%-ით მეტია, ერთად აღებული გასული 8 წლის აპრილთან შედარებით.
რაც შეეხება ფასებს, 2022 წელს საზამთროს ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე 2021 წელს იყო, თუმცა წელს იმპორტი ოთხჯერ მაღალია.
2022 წელს ძირითადი იმპორტიორი ირანია და ერთი კილოგრამის ფასი საშუალოდ 0,54 ლარს (0,18 დოლარი) შეადგენს. ეს ფასები სეზონზე უფრო მაღალია, თუმცა როგორც წესი, 3-4 თვეში ის 50%-ით კლებულობს.