2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 33 703 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 101%- ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, jobs.geზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 9.6% შეადგინა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.
კვლევაში ასევე მოცემულია, 2022 წლის მაისში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით.
კერძოდ, PMCG-ს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი – 2 412 ვაკანსია საიტზე ტექნიკურ/ლოჯისტიკურ საქმიანობებზე იყო გამოცხადებული. მას მოსდევს გაყიდვები/შესყიდვები – 2 116 ვაკანსიით, მე-3 ადგილზეა – ადმინისტრაცია/მენეჯმენტის მიმართულება, რაზეც 1 357 ვაკანსია დაფიქსირდა.
ჩამონათვალში ხვდება ასევე:
- ფინანსები – 990 ვაკანსია;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები – 402 ვაკანსია;
- სხვა – 1 926 ვაკანსია.