საზოგადოებადღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

რა ქონებას ფლობს ჯონი დეპი

0
გაზიარება

ჰოლივუდის ვარსკვლავს – ჯონი დეპსა და მის ყოფილ ცოლს, ემბერ ჰარდს შორის გამართული 22-დღიანი სასამართლო დავა როგორც იქნა დასრულდა. ვერდიქტი გუშინ გახდა ცნობილი, სასამართლო ჯონი დეპმა მოიგო.

ემბერ ჰერდის ნაფიცმა მსაჯულებმა დეპის სასარგებლოდ, მიყენებული რეპუტაციული ზიანის გამო, 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, ხოლო თავად ჯონი დეპს ჰერდის მისამართით 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა.

დღეის მდგომარეობით ჰოლივუდის ვარსკვლავი 150 მილიონ დოლარს ფლობს. ფილმებმა მისი შესრულებით დღემდე 3.4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიპოვა, ხოლო მსოფლიო სალაროებში 8.7 მილიარდი გამოიმუშავა.

ცნობილია, რომ მისი წლიური ხელფასი 100 მილიონ დოლარს აღემატება, რაც პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად აქცევს.

ახალგაზრდობა

ჯონ კრისტოფერ დეპი II 1963 წლის 9 ივნისს ოვენსბოროში, კენტუკში დაიბადა. მას სამი უფროსი და-ძმა ჰყავს. ოჯახი საცხოვრებელ ადგილს ხშრად იცვლიდა, საბოლოოდ კი ფლორიდაში დასახლდნენ, რამაც მის შემდგომ ცხოვრებაზეც იქონია გავლენა.

თინეიჯერი დეპი სხვადასხვა ჯგუფში უკრავდა და ოცნებობდა მუსიკოსი გამოსულიყო. როდესაც 12 წლის გახდა, დედამ მას გიტარა აჩუქა. მალევე დეპმა მიატოვა საშუალო სკოლა და გახდა როკ-მუსიკოსი. მისი ჯგუფი The Kids, რომელიც ლოს-ანჯელესში მოღვაწეობდა, მალევე დაიშალა.

წლების შემდეგ დეპმა ნიკოლას კეიჯის რჩევით სამსახიობო კარიერა დაიწყო.

კარიერის დასაწყისი

დეპმა პირველი როლი 1984 წელს, საშინელებათა ფილმში “კოშმარი ელმის ქუჩაზე” შეასრულა. სანამ Fox-ის სატელევიზიო სერიალში “21 Jump Street” თავის გამორჩეულ როლს ითამაშებდა, სადაც თითო ეპიზოდში 45,000 დოლარს უხდიდნენ, რამდენიმე სხვა პროექტზეც მუშაობდა. შემდეგ მისი კარიერა ათეულობით წარმატებულ როლებს ითვლის. მხოლოდ კარიბის ზღვის მეკობრეების ფრენჩაიზიდან მან 300 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.

დეპის სკანდალებით სავსე ცხოვრების წესის გამო, მისი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი გაქრა. ამბობდნენ, რომ სასმელსა და გართობის სხვადასხვა საშუალებებში ის თვეში 2 მილიონ დოლარსაც კი ხარჯავდა.

თუმცა ამის მიუხედავად, მსახიობი დღემდე საოცარ ქონებას ფლობს და აქვს წილები სხვადასხვა წამოწყებებში. ერთ-ერთია მთლიანი სოფელი საფრანგეთში, სადაც თავის შეყვარებულთან ვანესა პარადისთან და მათ შვილებთან ერთად ცხოვრობდა.

ფრანგული სოფელი ჯონი დეპმა 2001 წელს იყიდა. მე-19 საუკუნის მამულის განახლებაზე წლების განმავლობაში მან მილიონები დახარჯა.

მამულს აქვს 4500 კვადრატული ფუტის ფართობი მთავარი საცხოვრებელი. ვენახები და ზეთისხილის ხეები. მან ადგილზე ბისტროც კი ააგო, სახელად Chez Marceline. სოფელში საცხოვრებელი ფართების ფართობი დაახლოებით 12,900-დან 14,500 კვადრატულ მეტრამდეა.

dep-1654168138.jpg

სოფელს აქვს ყველა ის მდიდრული მახასიათებელი, რაც ვარსკვლავებს სჭირდებათ. მარანი, სკეიტ პარკი, ბისტრო და მრავალი სახლი. ცნობილია, რომ მსახიობი ქონების გაყიდვას ცდილობს, თუმცა გარიგება არ შემდგარა.

“კარიბის ზღვის მეკობრემ“ 2003 წელს ბაჰამის კუნძულებზე 45 ჰექტარი ფართის კერძო კუნძული – სახელწოდებით Little Hall’s Pond Cay შეიძინა. თუმცა მალევე, 2004 წელს ქონება 3.6 მილიონ დოლარად გაყიდა.

მსახიობი დაინტერესებულია კრიპტოვალუტებითაც. 2018 წლის ოქტომბერში დეპი პარტნიორობდა სტარტაპ TaTuTu– სთან. ეს ბლოკჩეინ კომპანია გვთავაზობს ჟეტონებს, როგორც ჯილდოს იმ მომხმარებლებს, რომლებიც სათამაშო და კინოპლატფორმებზე ურთიერთობენ. მათი თანამშრომლობა დღემდე გრძელდება.

მსახიობმა 2007 წელს იყიდა 20 მილიონი დოლარის იახტა Vajoliroja.

იახტაზე განლაგებულია ხუთი საძინებელი, გასართობი ოთახი, სახლის კინოთეატრი და სხვა კომფორტი. იახტას აქვს მოძველებული დეკორი, რომელიც შთაგონებულია 1930-იანი წლებით.

როგორც Motor Biscuit-მა აღნიშნა, მან იახტა 28,9 მილიონ დოლარად მიჰყიდა ავტორს ჯ.კ როულინგს.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!