სავაჭრო ცენტრების ქსელ City Mall-ის მფლობელი კომპანია შემოსავლებისა და მოგების ზრდის შესახებ აცხადებს. ამის შესახებ „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია ჯგუფის” მიერ საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ ანგარიშშია წერია.
“აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია”, რომელიც City Mall-ის ბრენდით 2 სავაჭრო ცენტრს და ასევე „სითი თაუერს“ ფლობს, 2021 წელი 42.015 მლნ ლარის მოგებით დახურა, 2020 წელს არსებული 11.7 მილიონიანი ზარალის შემდეგ. ფინანსური ანგარიშით ირკვევა, რომ 20.7 მლნ ლარით არის გაზრდილი კომპანიის წლიური ამონაგებიც.
„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია ჯგუფის“ ფინანსური მაჩვენებლები / 2022 წელი
• ამონაგები – 61.16 მლნ ლარი
• საოპერაციო მოგება – 40.62 მლნ ლარი
• მოგება – 42.015 მლნ ლარი
კომპანიის მენეჯმენტი ფინანსურ ანგარიშში სამომავლო გეგმებზეც წერს. კერძოდ, დაგეგმილია „ა კლასის“ ბიზნესცენტრის „სითი თაუერის“ სრული დატვირთვით ოპერირება 2023 წლიდან. ასევე სასტუმროს მშენებლობა რაჭაში და მულტი-საოჯახო და კომერციული უძრავი ქონების მშენებლობა თბილისში. თბილისში საცხოვრებელი კომპლექსის განვითარებისთვის კომპანიამ 2021 წელს შეძინა ვაკე-საბურთალოს რაიონში მიწის ნაკვეთები. პროექტის განხორციელება 2025 წლისთვის იგეგმება.
„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია ჯგუფის“ ბენეფიციარი მფლობელი მინდია საბანაძეა. კომპანია დალისტულია საფონდო ბირჟაზეც. სწორედ ბირჟაზეა განთავსებული „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია ჯგუფის“ 15 მლნ დოლარის ობლიგაციები.
წყარო : ბიზნეს მედია