დოჰაში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ ქართულ ფინალში ლაშა ბექაურს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ 26 ათასი ევრო მიიღო, საიდანაც 5,200 ევრო მწვრთნელებს ერგება, დანარჩენს კი თავად მიიღებს.
ვიცე-ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა კი 15 ათასი ევრო მიიღო, საიდანაც 12 ათასი ევრო თავად დარჩება, 3000 ევროს კი მისი მწვრთნელი მიიღებს.
საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 მედალი მოიპოვა. ქართველებს 2 ოქრო 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო აქვთ.