მეღვინეობაRSS კატეგორიადღის სიახლეებიკახეთირეგიონებისხვა

რა უნდა გავითვალისწინოთ ვაზის დარგვისა და მოვლისას?

0
გაზიარება

რატომ სჭირდება ვენახს საყრდენი სისტემა? მისი როლი და მნიშვნელობა

ვაზის დასარგავად თუ უკვე გაშენებული ვენახისთვის ახალი ნერგების შესამატებლად ახლა სწორედ შესაფერისი დროა. თუმცა, ნიადაგის სწორად შერჩევისა და დამუშავების გარდა, ახალშენი ვენახისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საყრდენი სისტემის მოწყობაა.

რა როლს ასრულებს ის ვაზის განვითარების პროცესში და რა არის მისი მოწყობის ძირითადი პრინციპები? – სტატიაში სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ.

ვენახის საყრდენი სისტემის მნიშვნელობა

სწორად მოწყობილი საყრდენი უდიდეს გავლენას ახდენს ვენახის განვითარების პროცესზე ის ხელს უწყობს მიწისქვეშ ფესვთა ძლიერი სისტემის განვითარებასა და მიწისზედა ნაწილების სწორად ფორმირებას, რაც აძლიერებს მცენარის სასიცოცხლო უნარებსა და სავეგეტაციო ძალას.

საყრდენი სისტემა საჭიროა იმისათვის, რომ ვაზის ნერგები, ყლორტები, ფოთლები თუ ნაყოფი ვენახის მთელ ზოლში სწორად და თანაბრად გადანაწილდეს. ეს უზრუნველყოფს ვაზის ცალკეულ ნაწილებში ჰაერის უკეთ მოძრაობასა და მათზე მეტი მზის სხივის მოხვედრას. ამასთან ერთად, საყრდენი იცავს უკვე გაზრდილ ღეროებს გადატეხისაგან, ხოლო ნაყოფს მიწაზე მოხვედრისა და დალპობისაგან.

საყრდენის სისტემის მოწყობის ყველაზე გავრცელებული მეთოდი

საყრდენი სისტემებიდან ყველაზე გავრცელებული ე.წ. შპალერის მოწყობის მეთოდია, რომლისთვისაც საყრდენ ბოძებს, ჭიგოებსა და მავთულებს იყენებენ. საწყისი ანუ საყრდენი ბოძები ვენახის ზოლის თავსა და ბოლოში იდგმება. ის სხვა ბოძებთან შედარებით, უფრო დიდი ზომისა და მყარია. უშუალოდ ცალკეული ვაზის ძირებში კი, დაახლოებით, 5-6 მეტრის დაშორებებით, შუა ბოძები მონტაჟდება. ბოძებს შორის გადაიჭიმება მავთულები, რომლებზეც მცენარის ცალკეული ნაწილები ნაწილდება. ჭიგოები უშუალოდ ნერგის დასაფიქსირებლად გამოიყენება, რათა მას ჰქონდეს მეტი სიმყარე და სწორად მოხდეს მისი ფორმირება.

რა მასალისგან მზადდება საყრდენი ბოძები და რა არჩევანი გვაქვს ქართულ ბაზარზე?

საქართველოში ვენახის ბოძების დასამზადებლად, უმეტესად, ხე ან ბეტონი გამოიყენება. თუმცა, ახლახან ქართველი მევენახეებისთვის გაცილებით გამძლე ალტერნატივა გამოჩნდა. სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორმა და მწარმოებელმა კომპანია „ნოვამ“ ვენახის ინვენტარის დამზადება დაიწყო.

„ნოვას“ ახალი მიმართულება საყრდენის სისტემის ბოძებსა და ჭიგოებს მოიცავს. ისინი მოთუთიებული ნაგლინისგან მზადდება (თუთიის დაფარვა Z275). თუთიის მაღალი დაფარვა ინვენტარს კოროზიისგან ანუ გარემო პირობებით გამოწვეული დაზიანებებისგან იცავს. შესაბამისად, ეს მასალა ხეზე გაცილებით გამძლეა და არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამასთან ერთად, საწყისსა და შუა ბოძებზე დატანილია სპეციალური ჭრილები, რომელთა დახმარებითაც მათ შორის მართულების გაბმას და ვენახის საყრდენი შპალერის მოწყობას ამარტივეს.

„ნოვას“ ვენახის ინვენტარის შეძენა მის მეგაცენტრებში ან ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!