ბულინგი გვხვდება როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში თუმცა განსხვავდებიან ბულინგის სტრატეგიებითა და ფორმებით. გოგონები იყენებენ ზეწოლის ირიბ ფორმას (ჭორების გავრცელება, ურთიერთობის შეწყვეტა და ა. შ.), ხოლო ბიჭები მიმართავენ ფიზიკურ ბულინგს (პანღურის ამორტყმა, ხელის კვრა და ა.შ.)
როგორ ამოვიცნოთ ბულინგის მსხვერპლი ბავშვი?
ბულინგზე ბავშვები განსხვავებულად რეაგირებენ, აქედან გამომდინარე,მშობელს შეუძლია ამოიცნოსარის თუ არა მისი შვილი ბულინგის მსხვერპლი.ბულინგის მსხვერპლი ბავშვები გარკვეული ქცევითი და ემოციური მახასიათებლების მატარებლები არიან.ამ შემთხვევაში ქცევითი მახასიათებლებია: უფროსებისა და თანატოლებისგან დისტანცირება, ნეგატივიზმი ბულინგის თემის განხილვისას და აგრესიულობა.რაც შეეხება ემოციურ მახასიათებლებს, ესენია: დაძაბულობა და შიში თანატოლების დანახვისას, გაღიზიანებადობა და ფხუკიანობა, ასევე დარდი, წუხილი, გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება.
ბულინგის დროს ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება იმ ბავშვებმაც მიიღონ, რომლებიც ძალადობის უშუალო მსხვერპლი არ არიან, მაგრამ არიან ტერორის, დევნის ფაქტის შემსწრენი. ასეთ ბავშვებს ეშინიათ, თვითონაც არ გახდნენ აგრესიის მსხვერპლი.დადგენილია, რომ მათი თვითშეფასება მნიშვნელოვნად ქვეითდება, უჩნდებათ საკუთარი უსუსურობის განცდა. მათი პოზიციაა _ “კარგია, რომ მე არ დავზარალდი”.
დევისმა (Davies, 1990) შეისწავლა პედაგოგების დამოკიდებულება ბულინგის მიმართ და გააკეთა დასკვნა, რომ ისინი განიცდიან ბრაზისა და საკუთარი უსუსურობის შერეულ გრძნობას ანალოგიურად მოსწავლეები თვლიან, რომ პედაგოგები ვერ შეძლებენ მათ დაცვას და შედეგად ვღებულობთ ე.წ. “სიჩუმის შეთქმულებას”.
რა რჩევები შეიძლება მივცე პედაგოგებს?
– შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მართოთ სიტუაცია.
– სერიოზულად მოეკიდეთ ბავშვის მონათხრობს ბულინგის შესახებ, მიიღეთ შესაბამისი
ზომები და შესთავაზეთ ძალადობის მსხვერპლს კონკრეტული დახმარება, რჩევა.
– მოიქეცით ისე, რომ მოძალადე მიხვდეს, რომ მისი ქცევა არ მოგწონთ და შეეცადეთ დაანახოთ მოძალადეს მსხვერპლის შეხედულება.მკაფიოდ და ნათლად აუხსენით მოძალადეს რისთვის და როგორ ისჯება.მოძალადის მიმართ გამოიყენეთ სანქციები.
-დააწესეთ კონკრეტული და მკაცრი შეზღუდვები, რომელსაც მიმართავთ ბულინგის გამეორების შემთხვევაში.
– გააძლიერეთ კონტროლი. იყავით ბავშვთან ახლოს როცა ის სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს.
-გასათვალისწინებელია, რომ რთულ შემთხვევაში მიმართოთ ფსიქოლოგს.ძალადობის მსხვერპლს და მოწმეს უნდა გაეწიოს კვალიფიციური დახმარება. რთული შედეგების შემთხვევაში უნდა მოხდეს მსხვერპლი ბავშვის რეაბილიტაცია.