საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკაზოგადი განათლებასიახლეებიფინანსები

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს “თელმიკოს”?

0
გაზიარება

“თელმიკო” თბილისის ელექტროენერგიას 2021 წლის 1 ივლისიდან აწვდის. კომპანიის დაფუძნება ენერგეტიკულმა რეფორმამ განაპირობა, რომელმაც დენის განაწილების და მიწოდების სექტორები ერთმანეთისგან გამიჯნა. კომპანია თბილისის არეალში “თელასის” ყოფილ აბონენტებს აწვდის დენს.

“თელმიკომ” 2021 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანიამ გასულ წელს 326.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. 2021 წელი ფირმისთვის მომგებიანი იყო, რადგანაც კომპანიამ 51.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება დააგენერირა.

“თელმიკოს” ძირითადი მესაკუთრე რუსული სახელმწიფო კორპორაცია Inter Rao-ა, რომელიც კომპანიის 75.47%-იან წილს ფლობს. მინორიტარი აქციონერია შპს “ენერჯი კომპანი”, რომელიც ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის. შესაბამისად, “თელმიკოს” აქციონერთა სტრუქტურა არის “თელასის” იდენტური.

“თელმიკოს” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მისი შემოსავლები ასე ნაწილდება:

● კომერციული და სამრეწველო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება – 207.4 მილიონი ლარი;
● საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება – 98.9 მილიონი ლარი;
● სახელმწიფო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება – 20.1 მილიონი ლარი.
● ჯამი – 326.4 მილიონი ლარი.

“თელმიკოსთვის” ყველაზე დიდი ხარჯი ელექტროენერგიის შესყიდვას უკავშირდებოდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიამ გასულ წელს 112.8 მილიონი ლარი გადაიხადა ელექტროენერგიის შესყიდვაზე, განაწილების მომსახურებისთვის ფირმამ 96.6 მილიონი ლარი გადაიხადა, ელექტროენერგიის გადაცემისთვის კი 36 მილიონი. ჯამში ელექტროენერგიის თვითღურებულება 266.6 მილიონი ლარი იყო.

გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მომხმარებლის ნაწილს კომპანიის წინაშე დავალიანებები უგროვდება. სეგმენტების მიხედვით, ეს დავალიანებები ასეთი იყო:

კომერციული და სამრეწველო სექტორი – 38 მილიონი ლარის დავალიანება;
საყოფაცხოვრებო სექტორი – 18 მილიონი ლარის დავალიანება.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, პირველი საოპერაციო წელი “თელმიკომ” 51.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. თუმცა, ამ წელს მოგება არ გაუნაწილებია.

რაც შეეხება თავად “თელასს”, ფინანსური ანგარიში მანაც გამოაქვეყნა. სწორედ “თელასის” განაწილებულ ელექტროენერგიას ყიდულობს “თელმიკო”. კომპანიის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს მისი შემოსავალი 181.9 მილიონი ლარი იყო, მისი წმინდა მოგება კი 55.8 მილიონი ლარი.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!