ფინანსებიდღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეები

რა პროდუქტებს ვყიდით და ვყიდულობთ ყველაზე დიდი მოცულობით

0
გაზიარება

2022 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტი შემცირდა, იმპორტი – გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში ქვეყნიდან, 260,887 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში – 268,589 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, 87.5 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველოში 387,166 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი პროდუქტები შემოვიდა, წინა წლის 4 თვეში კი – 299,666 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ იმ საკვები და სასმელი პროდუქტების ათეულს, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა საქართველომ.

2022 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტიებული ტოპ-10 პროდუქტი:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 60,392 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები – 38,358 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 29,016 მლნ აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი – 28,075 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალური და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 16,513 მლნ აშშ დოლარი
  • ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი – 7,839 მლნ აშშ დოლარი
  • ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების – 6,732 მლნ აშშ დოლარი
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი – 6,126 მლნ აშშ დოლარი
  • ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი – 4,869 მლნ აშშ დოლარი
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული – 4,726 მლნ აშშ დოლარი

2022 წლის 4 თვეში იმპორტირებული ტოპ-10 პროდუქტი:

  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული – 24,323 მლნ აშშ დოლარი
  • მარგარინი – 24,059 მლნ აშშ დოლარი
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები -17,946 მლნ აშშ დოლარი
  • შაქარი – 17,156 მლნ აშშ დოლარი
  • ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის – 16,383 მლნ აშშ დოლარი
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული – 16,285 მლნ აშშ დოლარი
  • ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული – 13,950 მლნ აშშ დოლარი
  • ხორბალი და მესლინი – 13,547 მლნ აშშ დოლარი
  • ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები- 10,745 მლნ აშშ დოლარი
  • ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი – 10,369 მლნ აშშ დოლარი

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!