ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარე კურორტი ბაკურიანი, ბოლო წლებში ამ ტიპის მსოფლიოს შვიდ კურორტს შორის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ტურისტებისათვის საყვარელ ადგილად იქცა.
სათხილამურო ტრასებთან, მდინარესთან, მთებთან, ტყესთან და მინდვრებთან ახლოს აშენებული ექსკლუზიური აპარტოტელი, წელიწადის ოთხივე სეზონზე ულამაზესი ხედებით, საუკეთესო ადგილმდებარეობით, ეზოთი და სხვა უამრავი ლუქს დეტალით, ელიტური დასვენებისა და ცხოვრების შესანიშნავ პირობებს იძლევა.
აღსანიშნავია, რომ დიზაინერმა რაიმონდ ჯგუფის გამოცდილ გუნდთან ერთად ყველა ასაკის დამსვენებლისთვის მოსაწონ გარემოზე იზრუნა. ლუქს აპარტამენტები 47კვ.მ-დან იწყება.
სამშენებლო კომპანია მყიდველს რამდენიმე ტიპის ბინას სთავაზობს. შესაძლებელია როგორც საპრეზიდენტო აპარტამენტების, ასევე შედარებით მომცრო ფართის უნიკალურად დაგეგმარებული ბინის შეძენა. მყიდველს ყველა ტიპის ბინაში დახვდება ეკომეგობრული, მშვიდი გარემო, სადაც განსხვავებული დიზაინით შექმნილი, საუკეთესო მასალებისგან დამზადებული მაღალი ხარისხის ავეჯი და სხვა განუმეორებელი ნივთები დახვდებათ. ასევე აპარტამენტები აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სამზარეულოს ტექნიკით, ჭურჭლით და ყველა იმ ნივთით, რომელიც ბედნიერი ცხოვრების და დასვენებისთვის არის შექმნილი.