ეკონომიკადღის სიახლეებიზოგადი განათლებასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

როგორ ეხმარება Visa უკრაინელებს? – “პირველივე დღიდანვე მათ გვერდში ვართ”

0
გაზიარება

Visa-ს ბარათი რუსეთის ტერიტორიაზე აღარ მუშაობს  – ამის შესახებ კავკასიაში Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა დიანა კიღურაძემ „Forbes კვირაში“ განაცხადა.

მან იმ ჰუმანიტარული დახმარების პაკეტებზეც ისაუბრა, რაც კომპანიამ უკრაინელი ხალხისთვის გააკეთა.

„რთულ სიტუაციაში მოგვიწია მუშაობა, რადგან კიევში უდიდესი ჰაბი გვაქვს. იქ დასაქმებულია ბევრი ადამიანი და ჩვენ ამ მოვლენების დაწყებიდნავე მათ გვერდით ვართ. დავხურეთ ბიზნესი რუსეთში და ყველა ბიზნესოპერაცია შევაჩერეთ, რაც იმას გულისხმობს, რომ არც რუსეთში და არც რეგიონში გაცემული ჩვენი ბარათები რუსეთის ტერიტორიაზე არ მუშაობს.

ვაგრძელებთ [დახმარებას] განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინა ასეთ მდგომარეობაშია. ვცდილობთ აქედან დავეხმაროთ. Visa-ს მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული შემოწირულების 200 000 დოლარი უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოებას გადავურიცხეთ.

ამის გარდა დამატებით 100 000 გამოვყავით – მოვუწოდეთ მოსახლეობას, ვისაც ვიზა ბარათი აქვს, რომ დონაცია გაეკეთებინა და ჩვენ “ვიზა” უზრუნველვყოთ ამ დონაციების გასამმაგებას.

ასევე არის ლოკალური ინიციატივები, რომელიც “Phubber” -თან ერთად დავნერგეთ და გავუშვით, რითაც უკრაინელ არტისტებს და დიზაინერებს შესაძლებლობა მივეცით, Phubber-ის აპლიკაციაზე თავიანთი პროდუქცია არამარტო საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოს გააცნონ“, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!