მცირე ან საშუალო ბიზნესის ფლობა ან მართვა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რომელთან გამკლავებისთვის სხვადასხვა ხერხი და სტრატეგია არსებობს, თუმცა რაც ყველასთვის საერთოა – ყველა ზომის და საქმიანობის ბიზნესს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესს, სჭირდება მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება, რომლის მიღების ყველაზე ეფექტური და აპრობირებული გზაა გარკვეული ბიზნეს გაერთიანების წევრობა. სწორედ ასეთ ბიზნეს გაერთიანებას წარმოადგენს „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA)”, რომლის მიზანია იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ზრდას, განვითარებასა და სამომავლო პერსპექტივებს.
თუ ფლობთ ან მართავთ მცირე ან საშუალო ბიზნესს, ან გეგმავთ ბიზნეს საქმიანობის წამოწყებას, გაგიზიარებთ რამდენიმე ძირითად მიზეზს, თუ რატომ ღირს, რომ თქვენი საქმიანობა SMEDA-ს დაუკავშიროთ.
• ადვოკატირება მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების დასაცავად – SMEDA-ს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის, კანონმდებლობის, რეგულაციების და ა.შ. კვლევა, არსებული სისუსტეების, ხარვეზების იდენტიფიცირება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და შემდგომი ადვოკატირება შესაბამის უწყებებთან. ასევე, წევრი კომპანიების საჭიროებების მუდმივი მონიტორინგი, შესაბამისი გადაწყვეტების მოძიებასა და მოფიქრებაში ჩართულობა, შემდგომი მხარდაჭერა. ეს ყველაფერი ჯამში უკეთესი ბიზნეს გარემოს შექმნას ემსახურება.
• ორიენტირება მუდმივ განვითარებაზე – მნიშვნელოვანია პრობლემებზე და გამოწვევებზე ფოკუსირება, თუმცა ასევე არანაკლებ პრიორიტეტულია ბიზნესის მუმდივ განვითარებაზე ზრუნვა. SMEDA-ს ეკოსისტემა მცირე და საშუალო ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს ზუსტად იმ აქტივობებში, რომელიც კონკრეტული ბიზნესის კონკრეტულ საჭიროებებზე, სტრატეგიასა და რესურსებზეა მორგებული.
• მრავალფეროვანი სერვისები – მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნისა და ეფექტურად მართვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროფესიული თუ სხვა ტიპის სერვისები, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სერვისების შერჩევისას ბიზნესს შეეძლოს რეკომენდაციების მიღება ხარისხიან პროვაიდერებთან დაკავშირებით. SMEDA ერთის მხრივ საკუთარ წევრებს თავად სთავაზობს მრავალფეროვან პროფესიულ სერვისებს, ხოლო ამავდროულად უზრუნველყოფს ხარისხიან სერვის პროვაიდერებთან მარტივად და ეფექტურად დაკავშირებას.
• მოცვა მთელი საქართველოს მასშტაბით – SMEDA არის პირველი ციფრული ასოციაცია საქართველოში, რაც გულისხმობს ერთი მხრივ, ციფრულ ფორმატში ოპერირებას, ხოლო მეორე მხრივ, SME ბიზნესის გაციფრულებაზე მუდმივ ზრუნვას. ციფრულ ფორმატში საქმიანობა შესაძლებლობას გვაძლევს დავფაროთ მთელი საქართველო და ეფექტურად მივწვდეთ როგორც მსხვილ ქალაქებში, ასევე ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილებში არსებულ ბიზნესებს.
• შესაძლებლობები ყველასთვის – SMEDA-ში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც არ აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ საქმიანობას და ამავდროულად ეთანხმება, იზიარებს SMEDA-ს ღირებულებებსა და თავის მხრივ შეუძლია გარკვეული კონტრიბუციის შემოტანა ასოციაციაში. ასოციაციის წევრობა შეუძლია ასევე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც სურვილი აქვს რაიმე ფორმით საკუთარი წვლილი შეიტანოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში.
• ნეთვორქინგი – და ბოლოს – ბიზნესის წინსვლისა და განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს ეფექტური ნეთვორქინგი – სხვა ბიზნესებთან დაკავშირება, ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება, გამოცდილების გაზიარება და სოციალიზაცია. SMEDA ქმნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია თავისთვის საინტერესო პარტნიორები აღმოაჩინოს და ეფექტურად დაკავშირდეს მათთან.
ზემოთ ჩამოთვლილი ბენეფიტები მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც SMEDA-ს წევრობა გთავაზობთ. გაეცანით SMEDA-ს განახლებულ საწევრო პაკეტებს, შეავსეთ საწევრო განაცხადი, გაწევრიანდით და განავითარეთ ბიზნესი უფრო სწრაფად.
SMEDA – ჩვენ ვქმნით უკეთეს ბიზნეს გარემოს!
წყარო : Bm.ge