თავისუფლება უსაზღვროებას ნიშნავს. იმ გზაზე სიარულს, რომელიც თავად აირჩიე. იმ სცენარით მოქმედებას, რომელიც თავად დაწერე. თავისუფალ ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავი მართავს.
თავისუფლება ერთმანეთისგან არ განასხვავებს ასაკს, სქესს, რასას. არ სცნობს აკრძალვებსა და შეზღუდვებს. თავისუფლება გაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ხარ და გაძლევს ძალას, შეუჩერებლად იმოძრაო.
და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლებას, როგორც შინაგან მდგომარეობას, ასე ძლიერად შეიგრძნობ, ხშირად, ცხოვრებაში, რეალური, ხელშესახები თავისუფლება ასეთი მარტივი მისაღწევი არაა ხოლმე.
საქართველოში დაბადებული ძმებისთვის — გიორგი და შოთა მიქაიებისთვის, თავისუფლება სწორედ ასეთი, შინაგანი გრძნობა იყო. თავისუფლების მტრები დაუსრულებლად ებრძოდნენ, ხმას უხშობდნენ, ნაწილებად შლიდნენ მათ ქვეყანას. ქვეყანას, სადაც შთამბეჭდავი პეიზაჟები თვალს სილამაზის აღქმას აჩვევენ, შემოქმედებითი ენერგია უწყვეტად მოედინება წყაროებიდან, თვალუწვდენელი მწვერვალები კი — თავისუფლების სიდიადეს მთელი არსებით გაგრძნობინებენ.
ამ ბრძოლაში, ყველაზე მეტად, სწორედ ძმების მშობლიური რეგიონი — აფხაზეთი დაზარალდა. ამიტომ ძმებმა კარგად იციან, რომ ცხოვრობდე საქართველოში — არ ნიშნავს ცხოვრობდე თავისუფლად. ცხოვრობდე საქართველოში — ნიშნავს იცოდე მუდმივი ბრძოლის ფასი თავისუფლებისთვის და ცხოვრების სირთულე.
თუმცა, ძმები ამაყობენ საკუთარი მემკვიდრეობით. სურთ, წინაპრების მსგავსად, ამ მიწაზე საკუთარი კვალი თავადაც დატოვონ და მთელ მსოფლიოს გაუზიარონ როგორც მათი, ისე მშობლიური ქვეყნის უმთავრესი ღირებულებები: შემოქმედებითობა, მიმღებლობა, პროგრესი და თავისუფლება.
გზა, რომლის გავლაც ძმებმა გადაწყვიტეს, გრძელი და რთულია. ამ გზის გასავლელად, შესაფერისი ფეხსაცმელია საჭირო.
თანამედროვე დიზაინი, პროგრესული აზროვნება, შემოქმედებითობა, მიმღებლობა და თავისუფლება. ასე შეიქმნა ქროსთი. თავისუფლების ბრენდი მათთვის, ვინც შეუჩერებლად მიჰყვებიან საკუთარ გზას.