დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

5 ივლისს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, 500 დელეგატისგან შემდგარი “ბიზნეს სამიტი 2024“ გაიმართება

0
გაზიარება

Business summit 2024 – საუკეთესო პლატფორმა, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის

5 ივლისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 500 დელეგატისგან შემდგარი „ბიზნეს სამიტი 2024“ გაიმართება, თემით: როგორ შევქმნათ წარმატებული ბრენდი?

აღნიშნული სამიტის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოწვეული დელეგატების უმრავლესობას წარმოადგენს, საქართველოში არსებული მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესების დამფუძნებლები და ტოპ მენეჯერები

სამიტის მიზანია:  ერთიანი სპეციალური საკომუნიკაციო სივრცის შექმნა, ქვეყანაში ახალი/ინოვაციური ბიზნეს კომპანიებთან კომუნიკაცია და მათი წარდგენა ასოციაციის წევრებისთვის.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა 4 პანელისგან შედგება:

პირველი პანელი – როგორ შევქმნათ წარმატებული ბრენდი?

მეორე პანელი – ხელოვნური ინეტელექტი ახალი შესაძლებლობა წარმატებული ბრენდის შესაქმენლად;

მესამე პანელი – B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიების წარდგენები;

მეოთხე პანელი: პიარი, მარკეტინგი, გაყიდვები, HR, ლიდერობა

წლის მთავარ ბიზნეს შეხვედრა, ასევე მოიცავს:

  • საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბიზნესების და მეწარმე ქალების მხარდასაჭერი პროექტი;
  • საგანმანათლებლო პროექტი;
  • 30 კომპანიის სპეციალური კორპორატიული შეთავაზება დამსწრე ბიზნესებისთვის;
  • სამიტი 20 წარმატებულ ქართველ ბიზნეს-ტრენერს უმასპინძლებს, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას მასტერკლასებს შესთავაზებენ;

„Business summit 2024“ – წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს B2B მოლაპარაკებებისთვის. ღონისძიების ფარგლებში  დაგეგმილია, ბიზნესებისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა: სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი, HR რეკრუტინგი და კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.

სამიტი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დატვირთული იქნება სხვადასხვა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით.

წარმატებული ქართული ბიზნეს კომპანიების 500- ზე მეტ დელეგატს, შესაძლებლობა ექნება გაეცნონ მომდევნო წლისთვის დაგეგმილ ბიზნეს სიახლეებს და პროექტებს, მოახდინონ ურთიერთკომუნიკაცია და შექმნან კოლაბორაცია.

Business summit 2024 თანაორგანიზატორები არიან :

  • საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია • Georgian AI Association
  • Women’s Information Center • ქალთა საინფორმაციო ცენტრი
  • Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი
  • Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი
  • Coaching UP University – Georgia

 

თარიღი : 5 ივლისი

დაწყების დრო: 10:00 საათი

მდებარეობა : სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!