საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიზოგადი განათლებასიახლეები

როგორ უნდა შექმნათ წარმატებული ბრენდის ისტორია

0
გაზიარება

გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა მომხმარებლამდე მივაღწიოთ პატიოსანი და გამჭვირვალე გზებით, რადგან ადამიანები ძალიან სწრაფად ახერხებენ სიმართლის გარკვევას.

მიზანი – ბიზნესში მხოლოდ მოგების მიღების მიზნით მუშაობა არ არის საკმარისი. ბრენდი, რომელსაც გააჩნია მიზანი, გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო დიდ წარმატებას აღწევს.

კომპანიის ხედვა გულისხმობს ყველაფერს, თუ რა გავლენა უნდა მოახდინოს თქვენმა ბრენდმა. ყველაფერი, რასაც თქვენი ბიზნესი ემსახურება, უნდა შეესაბამებოდეს ბრენდის მიზანს გრძელვადიან პერსპექტივაში.

ღირებულებები – პრინციპები, რომელთაც თქვენი ბრენდი მიჰყვება, ხედვის განხორციელებას უწყობს ხელს.

ეს ქმნის შიდა ბიზნეს კულტურას. ასევე კარგია, თუ თქვენი ბრენდი გაიზიარებს იმ ღირებულებებს, რაც თქვენს მომხმარებლებს გააჩნიათ.

ბიზნესის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ძალა არის პროდუქტები და სერვისები. ბრენდის ისტორიაში მათზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

კომპანიის მთლიანი გუნდი ვალდებულია ისაუბროს ბრენდის ისტორიაზე. თითოეულ თანამშრომელს აქვს მნიშვნელოვანი როლი ისტორიის გადმოცემაში. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ყველას შეუძლია დავალების შესრულება.

ბრენდი ვერასოდეს ვერ იქნება სახელის და აღწერის გარეშე, რადგან ორივე ქმნის მას. სახელი უნდა იყოს ადვილად ცნობადი და დასამახსოვრებელი, აღწერა კი მოკლე.

შინაარსი თქვენი ბრენდის ძირითადი საყრდენია. ის ამატებს დეტალებს და ხელს უწყობს ხარვეზების აღმოფხვრას. შინაარსი მომხმარებელთა მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა.

დიზაინი ვიზუალად აყალიბებს გარკვეულ შეხედულებას მომხმარებლის მეხსიერებაში, პირველად მომხმარებელი ხედავს ლოგოს.

ქმედებები განსაზღვრავენ ბიზნესს. ყველა ქმედება ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ მართავთ თქვენს ბიზნესს და როგორ ურთიერთობთ მომხმარებლებთან.

მომხმარებლის გამოცდილება – ბრენდის ისტორიის მოსმენის დროს მომხმარებლებს უჩნდებათ გარკვეული ემოციები და დამოკიდებულებები.

ამიტომ, ისტორიის მოყოლის დროს მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება მომხმარებლის შესაძლო ფიქრებზე. რაც არ უნდა კარგი იყოს თქვენი მარკეტინგი, ის მნიშვნელობას კარგავს, თუ თქვენ ვერ შეასრულებთ თქვენს დაპირებებს.

ფასი და ხარისხი – თქვენ შეიძლება იყოთ იაფფასიანი ან ფუფუნების ბრენდი, მაგრამ ხარისხი ყოველთვის მოსალოდნელია.

პოზიცია და აღქმა – აღქმა ხდება რეალობა. შენი მომხმარებელი როგორც აღიქვამს ბრენდს, იმ გზით მიდის შენი ბიზნესიც. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ მომხმარებლის მართვა.

დისტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მიაწვდი მომხმარებელს პროდუქტს თუ მომსახურეობას. მას შეუძლია მოგცეთ უპირატესობა, თუ თქვენი მეთოდი უნიკალური ან მოსახერხებელია.

ადგილმდებარეობა დიდ გავლენას ახდენს ბიზნესის წარმატებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. თქვენი ბიზნესის სტრატეგია უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ადგილს და პირიქით.

ხილვადობა და ხელმისაწვდომობა ძირითადი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთვის და სეგმენტთან საკომუნიკაციოდ.

საზოგადოება – თქვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ თქვენი ბრენდის ისტორია.

დროთა განმავლობაში აშენებული ლოიალურობა და კლიენტებთან მეგობრობა, შესაძლებელია ბრენდის წარმატების ფაქტორი გახდეს.

რეპუტაცია – ისტორია, რომელსაც მომხმარებელი ყვება თქვენი ბრენდის შესახებ, არის ამბავი, რომელიც შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს.

შესაბამისად მხოლოდ პროდუქტი და სერვისი არ განსაზღვრავს ღირებულებას.

კარგი რეპუტაციის შენარჩუნება გრძელვადიანი წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!