საზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

რომელია საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები

0
გაზიარება

მიმდინარე წელს 2021 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 4.3-ჯერ გაიზარდა.

კერძოდ, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის 1-ელ კვარტალში 568.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 435.7 მლნ. აშშ დოლარით ანუ 4.3-ჯერ აღემატება 2021 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით.

შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წელს არსებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოზიტიური მაჩვენებლის 50%-ი მოდის გარიგებაზე, რომლითაც ჯივიპის 80%-იანი წილი ესპანურმა კომპანიამ Aqualia-მ იყიდა. აღნიშნული კომპანია უმსხვილეს 10 ინვესტორ საწარმოს შორისაც მოხვდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის 1-ელ კვარტალში, 10 უმსხვილესი ინვესტორი საწარმოს ჩამონათვალი შემდეგნაირი იყო:

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;

  • შპს მაგთიკომი;
  • შპს თბილისი ენერჯი;
  • სს ენერგო – პრო ჯორჯია;
  • შპს ტავ ურბან საქართველო;
  • სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური;
  • შპს აკვალია საქართველო;
  • სს Hualing international special economic zone;
  • სს ბიჯეო ჯგუფი;
  • სს მეტრო სითი თრეიდ ცენტრ ბათუმი.

უნდა ითქვას რომ ჩამონათვალი რიგითობის მიხედვით, არ არის დალაგებული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალგამანაწილებელი კომპანიის “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წილები იყიდებოდა. მყიდველი ესპანური კომპანია Aqualia არის. „აქუალიამ“ 180 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რის სანაცვლოდაც შეიძინა კომპანია Georgian Water and Power-ის 80%-იანი წილი. დანარჩენი 20%-იანი წილის ფლობას კვლავ „საქართველოს კაპიტალი“ განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!