მცენარეული ჩაის მწარმოებელი კომპანია Rundtea-ს ბიოსერთიფიკატის მოპოვება და პროდუქციის ევროპულ ბაზრებზე გატანა სურს.
“ბიოჩაის ვაწარმოებთ და მალე სერთიფიკატის მიღებასაც ვაპირებT. ეს არის ბალახეული ჩაი ჯავახეთიდან, სხვადასხვა მცენარეებისგან, რომელსაც სასარგებლო თვისებები აქვს. არამხოლოდ ჩაიდ შეიძლება მისი გამოყენება, არამედ წამლადაც. თუმცა, ამისთვის ლიცენზიაა საჭირო. პროდუქცია ჯერჯერობით ონლაინ იყიდება. პროდუქტით დაინტერესებული არიან ტურისტებიც”,- აცხადებს “ბიზნესპარტნიორთან” საწარმოს დამფუძნებელი, მზისა ხმალაძე.
Rundtea-ს სოციალური მისიაც აქვს. ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებას ქართული ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზებით ცდილობს. ჩაის შეფუთვაში ქართული შემეცნებითი ბარათებიც მოყვება.
“გახსნილი გვაქვს სამთვიანი კურსები, ძირითადად სასაუბრო მიმართულებას მოიცავს. უკვე გვყავდა ბენეფიციარები, ვინც ეს კურსები გაიარა და სერთიფიკატებიც აიღო. შემეცნებითი ბარათებიც არის მოთავსებული ჩვენი ჩაის შეფუთვაზე. სამომავლოდ ვაპირებთ ახალი პროდუქტების დამატებას. ძირითადად კენკროვანი ჩაის სახით. ამასთან, ვაპირებ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას, თუმცა ეს დროის საკითხია”,- განმარტავს საწარმოს დამფუძნებელი.
სტატიის ავტორი : მარიამ ვაჩნაძე