2022 წლის იანვარ-აგვისტოში სააქართველოდან რუსეთში ექსპორტი წლიურად 8.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემებიდან ირკვევა.
კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 409 253 700 აშშ დოლარი, ხოლო გასული წლის იანვარ-აგვისტოში – 377 070 700 აშშ დოლარი იყო.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ფეროშენადნობები – 101 102 500 აშშ დოლარი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 90 382 500 აშშ დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები (ცალი) – 34 262 000 აშშ დოლარი;
- სპირტიანი სასმელები – 34 129 800 აშშ დოლარი;
- მინერალური და მტკნარი წყლები – 28 580 500 აშშ დოლარი.