დღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებიუცხოური ბიზნეს სიახლეებიფინანსები

რუსეთში კონტეინერების იმპორტი 60%-ით შემცირდა

0
გაზიარება

უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსეთისადმი დაწესებული სანქციები განსაკუთრებით რუსეთის მიერ კონტეინერების იმპორტზე აისახა.

Bloomberg-ის მონაცემებით, გასული წლის ნოემბრის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, რუსეთში კონტეინერების იმპორტის მაჩვენებელი 60%-ით არის შემცირებული.

საინტერესოა, რომ გასული წლის ნოემბრიდან ამა წლის თებერვლამდე რუსეთში, ყოველთვიურად, საშუალოდ 40.98 საკონტეინერო გადამზიდი შედიოდა, თუმცა მარტიდან ივნისამდე პერიოდში, ეს მაჩვენებელი განახევრდა და 19.68 საკონტეინერო გადამზიდი შეადგინა.

თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი კლება რუსეთის ბაზარზე მსხვილი გადამზიდი კომპანიების, მათ შორის Maersk-ის, CMA-CGM-ისა და Hapag-Lloyd-ის მიერ ოპერაციების შეჩერებამ გამოიწვია.

კონტეინერების იმპორტი ერთადერთი შემცირებული მაჩვენებელი არ არის – აპრილში, რუსეთის ეკონომიკა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 3%-ით შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!