ჭარბი მოსავლისა და შემცირებული ექსპორტის გამო რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადი ეცემა. ის 7.2%-ით მცირდება, რაც ძალში 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით იქნება, ხოლო მიმდინარე კვირას, 9,9%-ით შემცირებული გადასახადი მოქმედებს.
თუ ამჟამად საექსპორტო გადასახადი ტონა ხორბალზე 2668 რუბლს (45 დოლარს) შეადგენს, 28 სექტემბრიდან 2476,6 რუბლამდე (42 დოლარამდე) დაიწევს. ამასთან, ტონა ქერზე მიმდინარე 2353 რუბლის გადასახადი 2,152,6 რუბლამდე (40-დან 37 დოლარამდე) შემცირდება.
6 ივლისიდან რუსეთში მარცვლეულის გადასახადი დოლარის ნაცვლად, რუბლებში გამოითვლება.