მანქანებისთვის ახალი ბიოსაწვავი რძისგან შემუშავდება. Autonews იტყობინება, რომ მიჩიგანის ფერმერებმა შეთანხმება გააფორმეს კანადურ დისტილერთან Dairy Distillery, რომლის მიხედვითაც სპეციალისტები შექმნიან ეთანოლს რძის ნაჟღენთისგან, (ქვეპროდუქტი, რომელიც რჩება რძის გაფილტვრის შემდეგ). ახალი ბიოსაწვავის გამოყენება მანქანებისა და სატვირთოების საწვავად იგეგმება.
რძის ნაჟღენთი არის ლაქტოზის (რძის შაქრის), ვიტამინებისა და მინერალების ნარევი. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას დაბალი ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად, როგორიცაა Vodkow და ასევე შეიძლება გამოიხადოს უფრო ძლიერ დაბალნახშირბადიან ეთილის სპირტში. ამერიკელმა და კანადელმა ექსპერტებმა გადაწყვიტეს ის, როგორც ბიოსაწვავის საფუძველი გამოეყენებინათ.
სპეციალისტები ერთად აპირებენ რძის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას, რომლის ფართობი დაახლოებით ცხრა კვადრატული კილომეტრი იქნება. ობიექტებში რძის ალკოჰოლს ეთანოლად გადაამუშავებენ. წინასწარი შეფასებით, ქარხანა ყოველწლიურად 2,2 მილიონი გალონი ბიოსაწვავის წარმოებას შეძლებს.