განათლებადღის სიახლეები

„საბა“ 2022-ის ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები ცნობილია

0
გაზიარება

ლიტერატურული პრემია “საბას” ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 82 საკონკურსო წიგნიდან 12 ფინალისტი გამოვლინდა.

„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსისთვის საიუბილეო თარიღია, ის მეოცედ ტარდება.

2022 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:

1. მაია ბადრიძე, რობერტ მუზილის „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ (დიოგენე)
2. კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“ (ინტელექტი)
3. დალი იაშვილი, მარსელ პრუსტის „შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“ (არტანუჯი)
4. დავით კაკაბაძე, არტურ შნიცლერის „კაზანოვას დაბრუნება“ (სეზან ფაბლიშინგი)
5. ლანა კალანდია, ხავიერ მარიასის „ბერტა ისლა“ (ინტელექტი)
6. გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი: წიგნი მეორე“, (სულაკაურის გამომცემლობა)
7. ნათია მერებაშვილი და მარიამ წიკლაური, იოჰან ლუდვიგ რუნებერგის „მედროშე სტოლის ნაამბობი” (MTP)
8. მაია ფანჯიკიძე, პეტერ ჰანდკეს „მორავული ღამე“ (ინტელექტი)
9. თაკო ჭილაძე, ჰენრი ფილდინგის „ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი“ (არტანუჯი)
10. ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, პიტერ კერის „კელის საძმოს უტყუარი ამბავი“ (დიოგენე)
11. პაატა ჯავახიშვილი, მატიას ენარის „კომპასი“ (დიოგენე)
12. თამარ ჯაფარიძე, ბერნარდინ ევარისტოს „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი” (პალიტრა L).

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!