ეკონომიკასიახლეები

სად იხდიან ქართულ ღვინოში ყველაზე მაღალ ფასს

0
გაზიარება

 

ქართული ღვინოში ყველაზე მაღალ ფასს აშშ-ში იხდიან. ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, 2021 წელს აშშ-ში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის საშუალო ფასი 1 ლიტრზე 6 დოლარს აღემატებოდა.  აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ქართულ ღვინოზე ფასი იზრდება, განსხვავებით სხვა ძირითად ბაზრებზე არსებული ტენდენციისა.

2022 წლის 5 თვეში აშშ-ში 1.98 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა,  2021 წლის 5 თვესთან შედარებით ზრდა 0.21 მლნ დოლარია. სულ 2021 წელს ოკეანესგაღმა 4.9 მლნ დოლარის ღვინო გავიდა. თუ შევადარეთ 2010 წლის საექსპორტო ფასებს, ზრდა დაახლოებით 56%-ია.

ქართულ ღვინოში გადახდილი საშუალო ფასით მეორე ადგილზეა ჩინეთი – დაახლოებით 3.7 დოლარით/ ლიტრზე. თუმცა, ჩინეთის შემთხვევაში ფასები შემცირებულია. მაგალითად, თუ ჩინეთში ექსპორტისას 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი დაახლოებით 5.3 დოლარი იყო, 2021 წელს ფასი 4 დოლარს ქვემოთაა.

ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ძირითად ბაზრებზე / 2021 წელი

• აშშ-ი – 6.4 დოლარი
• ჩინეთი – 3.8 დოლარი
• უკრაინა – 2.74 დოლარი
• პოლონეთი – 2.8 დოლარი
• ყაზახეთი – 3.1 დოლარი
• ბელარუსი – 3.05 დოლარი
• რუსეთი – 2.8 დოლარი

წყარო: AAWE

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!