საერთაშორისო ბაზარზე ოქრო ისტორიულად გაიაფდა.
CNN-ის ცნობით, გლობალურად, ოქროს ფასი მარტის დასაწყისში გაიზარდა, რადგან შიში იმაზე, თუ რა შედეგებს მოიტანდა რუსეთის უკრაინაში შეჭრა, სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა. წლის მესამე კვარტალში კი ძვირფასი ლითონის ღირებულება 22%-ით შემცირდა.
კიდევ ერთი ფაქტორი Fed-ის მკაცრი გავლენაა აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებზე, რომელთა შემოსავალი გაიზარდა, რამდენადაც Fed-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. ოქრო ასევე კონკურენციას უწევს სახელმწიფო ობლიგაციებს, როგორც უსაფრთხო ინვესტიციას და როცა ინვესტორებისთვის საქმე უკეთესი შემოსავლის მიღებაზე დგება, მათთვის სახელმწიფო ობლიგაციები, ოქროსთან შედარებით, ნაკლებად მიმზიდველია.
იმის შემდეგ, რაც Fed-მა მონეტარული პოლიტიკა კიდევ ერთხელ გაამკაცრა, მის გზას სხვა სახელმწიფოებიც დაადგნენ: ინგლისის ბანკმა დიდ ბრიტანეთში განაკვეთები, 2008 წლის მერე, უმაღლეს დონეზე აიწია. მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს შვედეთში, ინდონეზიაში, ვიეტნამში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში.