საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა. ერთ დღეში საქონლის ღირებულება 1.5%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 77 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 73 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთწლიან პერიოდში ნავთობის ბირჟაზე საშუალოდ 3%-ითაა გაიაფებული.
დასავლური ნავთობის მსგავსად, დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი 7%-ითაა შემცირებული და ამჟამად მგვტ/საათი ენერგიის ღირებულება 32 ევროს შეადგენს. ერთ წელიწადში გაზი საშუალოდ 56%-ითაა გაიაფებული.