დღის სიახლეებისიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

0
გაზიარება

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში”. სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14 ქვეყნის წარმომადგენელი მასწავლებლები.

საერთაშორისო სემინარი, მისასალმებელი სიტყვით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გახსნა. ხოლო სემინარის სპეციალურმა მომხსენებელმა, ვალენსიის უნივერსიტეტის პროფესორმა და დემოკრატიული კულტურის სწავლების ევროპული უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა თამარ შუალიმ გააკეთა მოხსენება ინტერკულტურული განათლების, დემოკრატიული კულტურისა და მოსწავლეთა კეთილდღეობის შესახებ.

აღნიშნული სემინარის მთავარი მიზანია, პროგრამაში ჩართული მასწავლებლების მოტივირება, საპროექტო იდეებზე ერთობლივი მუშაობა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, , თანამშრომლობის და კომუნიკაციის ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა.

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროკომისიის დახმარებით, 2013 წლიდან ახორციელებს პროგრამას – eTwinning-ის. აღნიშნული პროგრამა ქართველ პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის დაგეგმვაში ეხმარება. მასწავლებლები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში. ისინი სწავლობენ და ივითარებენ გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებს, საგნის ინტეგრირებული სწავლების პრინციპებს, პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას. პროგრამაში დღესდღეობით 6000-მდე ქართველი მასწავლებელია ჩართული.

მსგავსი სიახლეები

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

საქართველოში საშუალო ხელფასი 200 ლარით გაიზარდა და 2 ათას ლარს აჭარბებს – „საქსტატი“

2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 პროცენტით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

4 სფერო, სადაც საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასებია

2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 პროცენტით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!