საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკასიახლეები

საერთაშორისო სტატუსის მქონე პროფესია

0
გაზიარება

მოყვარული, თუ პროფესიონალი თავგადასავლების მაძიებლები ყოველთვის თანხმდებიან, რომ უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. საქართველოს მთებში აღმოჩენილი თავისუფლება დაუვიწყარია და ამ შთაბეჭდილებების სრულად შეგრძნებაში მთავარ როლს სამთო გამყოლი ასრულებს, რომელიც უსაფრთხოების ერთმნიშვნელოვანი გარანტია.

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დახმარებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან სამთო გამყოლებმა აიმაღლეს პროფესიული კვალიფიკაცია და ახლა ისინი უკვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით პროფესიონალი საფეხმავლო გამყოლები არიან.

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან სათავგადასავლო ტურიზმით პროფესიულად გატაცებული 20 მონაწილე, წლის ოთხივე სეზონის განმავლობაში ევროპული სტანდარტების შესაბამისად – ადვილი, რთული და საშუალო სიძნელის სათავგადასავლო ტურის მართვის თეორიული სწავლება და პრაქტიკული წვრთნები, ახალი აღმოჩენები და შედეგად: სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა, ეკონომიკური სარგებლის გაუმჯობესების პერსპექტივა და შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ 25 ქვეყანაში აღიარებული იყოს ქართველი საფეხმავლო გამყოლის პროფესია.

“ჩვენ დავასრულეთ საფეხმალო გამყოლის გადამზადების ხანგრძლივი და საინტერესო კურსი, რომელიც დაფუძნებული იყო ევროპულ გამოცდილებაზე. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით პროექტ GRETA-ს ფარგლებში, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას შესაძლებლობა მიეცა, რომ შეემუშავებინა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით საფეხმავლო გამყოლთა სასწავლო მოდული და განეხორციელებინა სწავლება. ახლა შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 20 კურსდამთავრებული ფლობს ყველა საჭირო უნარს და ნებისმიერი ტიპის კლიმატურ და გარემო პირობებში შეუძლია უსაფრთხო მეგზურობა გასწიოს საქართველოს შთამბეჭდავ საფეხმავლო ტურებში“ – გვიამობს არჩილ ცინცაძე, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი.

სათავგადასავლო ტურიზმი, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ქალი-მთის შვილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობის სფეროა. მათი ინტერესი განსაკუთრებით გამოიკვეთა საფეხმავლო გამყოლის კურსის მსვლელობისას. სრული ჩართულობა, ყველა ტიპის კლიმატურ პირობებში პრაქტიკული წვრთნების წარმატებით დასრულება და დასახული მიზნის მიღწევა სხვებისთვისაც სამაგალითო და მამოტივირებელი გახდა. საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს – სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სტუდენტები ვიკა ფილფანი და რუსუდან ვარშალომიძე.

„ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით მე, ჩემმა მეგობრებმა და კოლეგებმა კიდევ უფრო გავიმყარეთ ცოდნა და შევიძინეთ უფრო მეტი პრაქტიკული უნარები ისეთი საინტერესო პროფესიისთვის, როგორიც არის საფეხმავლო გამყოლი. მე პირადად ვარ სვანეთიდან და ვფიქრობ, რომ ამ გამოცდილების და პროფესიული სერთიფიკატის მოპოვების შემდგომ, ჩემი კონტრიბუცია საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის ხარისხის ამაღლებაში თვალსაჩინო იქნება“ – ამბობს ვიკა.

„ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყო სამთო ნავიგაციის სრულყოფილი შესწავლა და პროფესიულ დონეზე სანავიგაციო ხელსაწყოების ფლობა. ვფიქრობ ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი პროფესიონალი გამყოლის კომპეტენციაში. მოხარული ვარ, რომ ამ სასწავლო პროგრამის მონაწილე ვარ და საფეხმავლო გამყოლის პროფესიული განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავედი“ – აღნიშნა რუსუდანმა.

პროექტ GRETA-ს პარტნიორი – სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის პრეზიდენტი, დავით რაქვიაშვილი გვიყვება, რომ მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში ისწავლეს რისკების მართვა, ლოჯისტიკა და ტურის დაგეგმვა. „მიიღეს გამოცდილება, რომელიც მათ დაეხმარება საკუთარი ბიზნესის დაწყებაში. ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის პერსპექტივითაც ძალიან დიდი და სერიოზული აღიარება მიიღო საქართველომ, როდესაც საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია სამთო გამყოლთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა. 20 სამთო-გამყოლის პროფესიული კვალიფიკაცია ახლა უკვე არის საერთაშორისო ხარისხის სტანდარტის შესაბამისი. 

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!