ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მაისში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა. გაერთიანება აღნიშნულ პერიოდში პროდუქტების მთავარ საიმპორტო ბაზრების სტატისტიკასაც აქვეყნებს.
მათი ცნობით, 2022 წლის მაისში 1.81 ათასი ტონა საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი წინა თვის მაჩვენებელთან (1,80 ათასი ტონა) შედარებით 0.01 ათასი ტონით, ანუ 0,5%-ით მეტია, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (1,77 ათასი ტონა) 0,04 ათასი ტონით – 2,2%-ით აღემატება.
მაისში ყველაზე დიდი რაოდენობით საცხებ-საპოხი მასალები თურქეთიდან შემოვიდა. იმპორტის მოცულობამ 0,33 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 18,2%-ია. შემდეგი საიმპორტო ბაზრებია: ირანი – 0,30 ათასი ტონა (16,6%), რუსეთი – 0,23 ათასი ტონა (12,7%); აზერბაიჯანი – 0,11 ათასი ტონა (6,1%), გერმანია – 0,09 ათასი ტონა (5%) და სხვ.
რაც შეეხება საავიაციო ნავთის იმპორტს, მაისში ქვეყანამ 13,2 ათასი ტონა საავიაციო ნავთი შეიძინა, რაც აპრილის მაჩვენებელს (8,4 ათასი ტონა) 4.8 ათასი ტონით, ანუ 57.1%-ით აღემატება; გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (5,1 ათასი ტონა) შედარებით კი ზრდა 158,8%-ია.
მათ შორის, მიმდინარე წლის მაისში საავიაციო ნავთის 70,5% (9,3 ათასი ტონა) თურქმენეთიდან, ხოლო 29,5% (3,9 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან შემოვიდა;