ეროვნული ბანკი სექტემბრის თვის ტურიზმის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც აგვისტოში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმისგან 376 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან 132%-ით არის გაზრდილი.
ანგარიშის თანახმად, საქართველომ ყველაზე მეტი თანხა – 96 მილიონი დოლარი რუსი მოგზაურებისგან მიიღო. ევროკავშირის ქვეყნების მოგზაურებმა 45 მილიონი დახარჯეს, თურქეთის მოქალაქეებმა 36 მილიონი, უკრაინის 32 მილიონი, 32 მილიონი კი სექტემბერში ისრაელის მოქალაქეებმა დახარჯეს.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ტურიზმის სტრატეგიის თანახმად, მიმდინარე წელს, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს.