დღის სიახლეებიბანკებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

“საქართველოს ბანკი” ბიზნესს განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას სთავაზობს

0
გაზიარება

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო, ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნესს ანგარიშზე თანხის მომენტალური ჩარიცხვა შესთავაზა, რაც იმან ნიშნავს, რომ ამიერიდან ნებისმიერი ბანკის, ნებისმიერი ბარათით, (მათ შორის არაქართული ბარათით განხორციელებული ტრანზაქციისას) მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა ბიზნესს რამდენიმე წუთში ჩაერიცხება.

თანხა ბიზნესანგარიშზე მომენტალურად ჩაირიცხება როგორც პოსტერმინალით, ასევე ონლაინ შეძენისას. ეს ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, თანხა მაშინვე გამოიყენოს, რაც მას გაუმარტივებს ბიზნესპროცესებს და ბევრად მოქნილს გახდის ოპერირებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანხის ჩარიცხვა ასევე მომენტალურად განხორციელდება შაბათ-კვირის დღეებშიც, რაც აქამდე ბიზნესისთვის დიდი დისკომფორტი იყო, რადგან უქმე დღეებში განხორციელებული ტრანზაქციების თანხის ჩარიცხვას რამდენიმე დღე სჭირდებოდა.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ვუპასუხოთ მომხმარებლის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებსა და საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, შევქმენით ახალი შესაძლებლობა ბიზნესისთვის. ამიერიდან ბიზნესი შეძლებს მნიშვნელოვნად გაიმარტივოს ოპერირება, რადგან ნებისმიერი ბანკის, ნებისმიერი ბარათით გადახდილი თანხა მის ბიზნეს ანგარიშზე უკვე რამოდენიმე წუთში ჩაირიცხება. ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ ბიზნესს მისი განვითარებისთვის საჭირო პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ქართული კომპანიების მხარდაჭერისა და მათთვის მეტი შესაძლებლობის გაზიარების მიზნით შევქმენით Made in Georgia-ს კამპანია, რომელიც კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. აღნიშნული შეთავაზებების ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქართულ ბიზნესს, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და საქართველოში შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაციას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!