საქართველოს ბანკი ქართული ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბათუმში ხელნაკეთი შოკოლადების საწარმო საქმიანობას ავითარებს. ბელგიური ტექნოლოგიით დამზადებული შოკოლადის საწარმოს ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკის მიერ 25,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ვაგრძელებთ ბიზნესის განვითარებას. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი საქმიანობის გაფართოების მიზნით, დანადგარების შეძენას მოვახმარეთ. ახალი დანადგარების მეშვეობით, საგრძნობლად გაგვეზარდა წარმოების რაოდენობა და ასორტიმენტი. მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, ბელგიური ტექნოლოგიით დამზადებული შოკოლადის ნაირსახეობას ვთავაზობთ, მათ შორის: შავი და რძიანი შოკოლადის ბურთულებს; ჟოლოს, კაკაოს, ნიგვზიანი და ქოქოსის ტრუფელის ნაკრებს; სხვადასხვა არომატის შოკოლადის ფილების ასორტიმენტს და სხვა“, – აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი, სოფიკო თავაძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ ბმულზე