ბანკებიდღის სიახლეებიეკონომიკარეგიონებისასტუმროებიშიდა ქართლი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაიხსნა

0
გაზიარება

თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკი ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და „ვაკა ისთეითის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გორში 5 ვარსკვლავიანი, 119  ნომრიანი  სასტუმრო –  Gori Inn გაიხსნა.

სასტუმროში განთავსებულია 3 აპარტამენტი, მოსასვენებელი ოთახი, გასართობი სივრცე ბავშვებისთვის და ლაუნჯ ბარი ღია ტერასით.

Gori Inn რესტორანს, დახურულ საცურაო აუზს და საუნას აერთიანებს. სასტუმროში ასევე განთავსებულია საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზები, ღვინის სარდაფი.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით გორში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება და გახსნა შევძელით. ვფიქრობთ, გორს, როგორც ტურისტულ ადგილს დიდი პოტენციალი აქვს და  მას კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია სჭირდება. გარდა ამისა, ტურისტებისთვის საკმაოდ პოპულარულ ადგილად გორის მუზეუმი და გორთან ახლოს მდებარე უფლისციხე ითვლება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასტუმროების სექტორის განვითარება,  რადგან გორი იყოს კიდევ უფრო მეტად გამორჩეული ტურისტული ქალაქი, როგორც ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის, ასევე მაღალი დონის სასტუმროების კუთხით“, – განაცხადა სასტუმრო Gori Inn-ის წარმომადგენელმა, დავით ბოჭორიშილმა.

 

წყარო : Georgian Business Consulting

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!